მთავარისიახლეები"ბოლო მუქარა იყო ლიკვიდაცია და ალბათ, ყველაფერს რომ ჩამოგვართმევენ, ჩაგვხოცავენ" - გოგაშვილებს...

“ბოლო მუქარა იყო ლიკვიდაცია და ალბათ, ყველაფერს რომ ჩამოგვართმევენ, ჩაგვხოცავენ” – გოგაშვილებს მანქანებს ართმევენ

Published on

სამ საათზე მეტია სოსოს გოგაშვილის სახლში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ავთო ვარაზის 91 ნომერში, ამავე უწყების ყოფილი მაღალჩინოსნის ოჯახის კუთვნილი ავტომობილების ამოღების მიზნით მივიდნენ.

გოგაშვილის სახლთან იმყოფებიან სამართალდამცველებიც. საქმე ეხება უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას.

სუსის თანამშრომლების თქმით, ისინი გოგაშვილის სახლში მოსამართლის განჩინების საფუძველზე მივიდნენ. მომხდარის გამო, გოგაშვილის ცოლი შეუძლოდ გახდა და ადგილზე სასწრაფო დახმარების გამოძახებაც გახდა საწურო.

გოგაშვილის ოჯახისა და მისი ადვოკატების განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 სექტემბერს გამოსცა განჩინება იმ ქონების დაყადაღებაზე, რომელიც აქამდე არ იყო დაყადაღებული, თუმცა ამბობენ, რომ ამის შესახებ მათთვის დღემდე უცნობი იყო. გარდა ამისა, უფლებადამცველის ინფორმაციით, ოქმში წერია, რომ მანქანები უნდა დაყადაღდეს და არაფერია ნათქვამი მათ ჩამორთმევაზე.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...