მთავარისიახლეებიპოლიტიკამერების არჩევნების მეორე ტური ექსცესების გარეშე მიმდინარეობს - აცხადებენ ცესკოში

მერების არჩევნების მეორე ტური ექსცესების გარეშე მიმდინარეობს – აცხადებენ ცესკოში

Published on

 თვითმმართველი ქალაქის, ქუთაისის და თვითმმართველი თემების – ყაზბეგის, ხაშურის, ბორჯომის, ოზურგეთისა და მარტვილის მერების არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.  
 
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მეორე ტურთან დაკავშირებით პირველი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. როგორც ცესკოს სპიკერმა განაცხადა, 317-ვე საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის 08:00 საათზე გაიხსნა.
 
„ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს. 12 ნოემბრის არჩევნებში 6 საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი კანდიდატები მონაწილეობენ, მათგან 2 საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატია. ამომრჩევლებს საარჩევნო უბანზე გადაეცემათ მხოლოდ ერთი საარჩევნო ბიულეტენი მერის ასარჩევად“ – აღნიშნა ანა მიქელაძემ.
 

ანა მიქელაძის თქმით, რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში ჯამში არის – 328 272 ამომრჩეველი. 
 
შეგახსენებთ, ენმ-ის კანდიდატებმა გრიგოლ ვაშაძემ ( ქუტაისში)  და მამუკა დანელიამ ( მარტვიში)  უარი განაცხადეს  მეორე ტურში მონაწილეობაზე არჩევნების პირველ ტურში ხელისფლების  ქმედებებისადმი პროტესტის ნიშნად, თუმცა  მათი გვარები ბიულეტენებზე მაინც არის აღნიშნული

 
12 ნოემბრის არჩევნებზე მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 2 143 წარმომადგენელი, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის 18 149 და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის 654 დამკვირვებელი, ხოლო მედია ორგანიზაციის 4 688 წარმომადგენელი.
 

სიახლეები

ბელარუსიდან რუსეთში საწვავის მიწოდებამ ივნისში რეკორდულ დონეს მიაღწია

ბელარუსმა ივნისში ავტობენზინისა და დიზელის საწვავის სარკინიგზო მიწოდება რეკორდულ დონემდე გაზარდა რუსეთის ბაზარზე ნავთობპროდუქტების...

ვლადიმირ პუტინი უარყოფს მოწოდებებს კიევთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების შესახებ

პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უარყოფს მოწოდებებს კიევთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, განუცხადა Reuters-ს კრემლთან დაახლოებულმა...

პოლონეთში საქართველოს 26 წლის მოქალაქე სერიული ქურდობის ბრალდებით დააკავეს

პოლონეთის პოლიციის ინფორმაციით, ქალაქ ოტვოცკში საქართველოს 26 წლის მოქალაქე სერიული ქურდობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების...

ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გურამ კაკულიებს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნათ

22 წლის ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გურამ...