მთავარისიახლეებისპორტი"კვარას" "ნაპოლიმ" "სან-სიროზე" "მილანი" დაამარცხა

“კვარას” “ნაპოლიმ” “სან-სიროზე” “მილანი” დაამარცხა

Published on

ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლიმ მორიგი გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო ცხრილის სათავეშია: ამჯერად ნეაპოლელებმა “სან სიროზე” მრისხანე მეტოქე, “მილანი” დაამარცხეს. 

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ტაიმის დაწყებიოდან ცოტა ხანში კი ფლანგიდან შეჭრილი ხვიჩა კვარაცხელია საჯარიმო მოედანზე წააქციეს. ვიდეოში იმდენად კარგად ჩანს დარღვევა, რომ პენალტის დანიშვნა ვიდეორეფერის შემდეგ ეჭვს არ იწვევდა და “ნაპოლიმაც” ანგარიში გახსნა: 0:1. 

რასაკვირველია, “მილანი” წაგებას არ შეეგუებოდა და შეტევებმა შედეგი მალე მოიტანა – ანგარიში გათანაბრდა. თუმცა, ფორტუნა რომ აშკარად “ნაპოლის” მხარეს იყო, სიმეონემ დაამტკიცა, როცა მეორე გოლი გაიტანა, ეს გოლი კი გადამწყვეტი აღმოჩნდა. 

ხვიჩა კვარაცხელია მატჩის დასრულებამდე ათიოდ წუთით ადრე შეცვალეს, “ნაპოლის” მაყურებელმა ის, როგორც ყოველთვის, ტაშით გააცილა. 

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...