პენსიების სისტემა საჭიროებს რეფორმას, რადგან არსებული სახით სულ უფრო რთულია, ასაკით პენსიონერების ფინანსური მოთხოვნილებების უზრუნველყოფა, – ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დაგროვებითი საპენსიო სისტემის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.„ჯანდაცვის სამინისტრო ამ პროექტის შემუშავებაში მონაწილეობას იღებდა, თუმცა წამყვანი უწყება იყო და რჩება ეკონომიკის სამინისტრო. პენსიების სისტემა, რა თქმა უნდა, საჭიროებს რეფორმას, რადგან არსებული სახით სულ უფრო რთული და რთულია ასაკით პენსიონერების ფინანსური მოთხოვნილებების უზრუნველყოფა. წარმოდგენილ პროექტზე მუშაობა მინიმუმ სამი წელი გრძელდებოდა. მასში არა მარტო ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტრო, არამედ ამ დარგის საუკეთესო სპეციალისტები იღებდნენ მონაწილეობას. ჩვენი პოზიცია არის ის, რომ ეს არის სკურპულოზურად გათვლილი პროგრამა, რომელსაც აუცილებლად პოზიტიური შედეგები უნდა ჰქონდეს. ამ პროგრამის მიმდინარეობის პერიოდში შეიძლება აღმოჩნდეს გარკვეული ხარვეზები, რომელიც დაექვემდებარება გამოსწორებას“, – განაცხადა სერგეენკომ.
სიახლეები
საზოგადოება
საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა
საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...
სიახლეები
ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...
საზოგადოება
დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს
დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტ ჯივინოსტატს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა...
საზოგადოება
ბოკუჩავა განმარტავს, რატომ ვერ დაესწრო ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას
ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ვერ დაესწრო....