ფოთში ჯილეხის შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებით 28 წლის ქალი გარდაიცვალა. ამის შესახებ განცხადება შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფოთის რეგიონული ლაბორატორიის ეპიდემიოლოგმა მაკა გაბუნიამ გააკეთა. „პაციენტმა სამედიცინო დაწესებულებას, სავარაუდოდ, დაგვიანებით მიმართა და სწორედ ეს გახდა შემთხვევის ლეტალურად დასრულების მიზეზი. პაციენტს აღენიშნებოდა თავის ძლიერი ტკივილი, ღებინება, ყელის შეშუპება, მონაცისფრო ნადებები. გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და განხორციედა მისი რეფერალი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში, თუმცა, სამწუხაროდ პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა", – აღნიშნა მაკა გაბუნიამ. ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, დაგვიანებული მკურნალობა გახდა და პანიკის საფუძველი არ არსებობს.
ჯილეხის შემთხვევა ფოთში- გარდაცვლილია 28 წლის ქალი
სიახლეები
საზოგადოება
ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი
“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...
სიახლეები
თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს
თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს,...
სიახლეები
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა
20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ...
სიახლეები
ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაცია” გამოაცხადა
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ "ეკონომიკური ოპერაციის დაწყება" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი...