მთავარისიახლეებისაზოგადოებაჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ექიმებისთვის რამდენიმე ადგილზე მუშაობის აკრძალვის თაობაზე რეგულაციების შემოღება არ...

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ექიმებისთვის რამდენიმე ადგილზე მუშაობის აკრძალვის თაობაზე რეგულაციების შემოღება არ იგეგმება.

Published on

რეგულაციებზე მუშაობა ნამდვილად არ დაგვიწყია და არც მომავალში ვგეგმავთ. რა თქმა უნდა სჯობს ადამიანს, ექიმი იქნება თუ სხვა პროფესიის წარმომადგენელი, ისეთი სამუშაო რეჟიმი ჰქონდეს, რომელიც უზრუნველყოფს მის პროდუქტიულ მუშაობასაც და დასვენებასაც. თუმცა, ექიმებისთვის ეს ხშირად არ არის მისაწვდომი და ეს მხოლოდ ჩვენი ქვეყნის პრობლემა არ არის. რაღაც ლოგიკური ზღვარი უნდა ჰქონდეს ამას, თუმცა რაიმე სახის აკრძალვაზე ან რეგულაციაზე ჩვენ ამ მხრივ არ ვმუშაობთ“, – განაცხადა დავით სერგეენკომ. ექიმებისთვის რამდენიმე ადგილზე მუშაობაზე გარკვეული რეგულაციების დაწესებაზე ინიციატივა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძეს ეკუთვნის. მან განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ უნდა აღიკვეთოს პრაქტიკა, როცა ერთი ექიმი რამდენიმე სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობს.”ექიმი ექვს დაწესებულებაში ერთად მუშაობს. ხშირ შემთხვევაში, ერთიდან მეორეში რომ გადადის და სხვადასხვა დაწესებულებაში დღეში 30 ოპერაციას აკეთებს, სამედიცინო შეცდომა მოსდის, რასაც პაციენტის ჯანმრთელობისთვის არცთუ სასურველი შედეგები მოჰყვება. ასეთი პრაქტიკა უნდა აღვკვეთოთ. ამას ემსახურება დაგეგმილი რეფორმები, რომელზეც სამინისტრო მუშაობს. ჩვენ ვაპირებთ ამ წლის ბოლომდე სამინისტროსთან ერთად ძალიან ინტენსიურად ვიმუშაოთ”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

სიახლეები

ევროკავშირის ახალი დოკუმენტი საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ჯარის გაყვანას მოითხოვს

Radio Free Europe/Radio Liberty-ს მიერ ნანახი ევროკავშირის ახალი დოკუმენტი იმ დათმობების შესახებ, რომლებიც რუსეთმა...

ოცნების დეპუტატი-კაია კალასი საქართველოს დაუძინებელი მტერია

კაია კალასი საქართველოს მოწინააღმდეგე ადამიანია. სხვა განცხადებებს როგორს აკეთებს? - საქართველოს საწინააღმდეგოს. კაია კალასს...

ზელენსკი- ტერიტორიების დათმობას მხარს ვერ დავუჭერ

ბრიტანელ ჟურნალისტთან, პირს მორგანთან ინტერვიუში კითხვაზე, დაუთმობს თუ არა უკრაინა რუსეთს ტერიტორიას სამშვიდობო შეთანხმების...

დაკავებულია 29 პირი-სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბოლო დღენახევრის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული რამდენიმე ღონისძიების შედეგად...