მთავარისიახლეებისამართალი12 წლის შვილიშვილის გაუპატიურებისთვის, 60 წლის კაცს 16 წლით პატიმრობა მიესაჯა

12 წლის შვილიშვილის გაუპატიურებისთვის, 60 წლის კაცს 16 წლით პატიმრობა მიესაჯა

Published on

12 წლის შვილიშვილის გაუპატიურებაში ბრალდებულ 60 წლის ბაბუას ხაშურის რაიონულმა სასამართლომ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან მსჯავრდებული და მისი ადვოკატი. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ზურაბ თოდუა აცხადებს, სასამართლოს განაჩენი დაუსაბუთებელია და ის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

„მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მსგავსი დაუსაბუთებელი განაჩენი ქართულ სასამართლო სინამდვილეს შესაძლოა, არც გააჩნდეს. ამ განცხადების გაკეთების საფუძველს მაძლევს შემდეგი გარემოებები; სასამართლომ მიიჩნია, რომ პაპას გააჩნია სქესობრივი შეუღლების პოტენცია. დაცვის მხარის მიერ ჩატარებული ორი საექსპერტო დასკვნით უტყუარად დასტურდება, რომ პაპა ხანგრძლივი დროის მანძილზე განიცდის სქესობრივ იმპოტენციას, რაც გახდა კიდევაც მისი ოჯახის დანგრევის საფუძველი 2008 წელს“, – აცხადებს ზურაბ თოდუა.

მისი განმარტებით, დაზარალებული არასრულწლოვანი სასამართლოზე „წინასწარ მიღებულ დირექტივებს იმეორებდა“.

სიახლეები

აშშ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს

ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთის მოქალაქეებისთვის აშშ-ის კუნძულოვან ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს. გადაწყვეტილება მას შემდეგ...

საია: პარტიების აკრძალვა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში წონად საფუძვლებს მოითხოვს

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აქვეყნებს მიმოხილვას - პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს...

ანა წითლიძე პლენუმს: ილია გზას აირჩევთ თუ ბერბიჭაშვილების, ეს თქვენი გადასაწყვეტია

"ჩვენ გვყავდა ანწუხელიძეც და სერგო ორჯონიკიძეც, ჩვენ გვყავდა ილია და გვყავდა ბერბიჭაშვილებიც. რომელ გზას...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო...