მთავარისიახლეებიმსოფლიობელგიის სასამართლომ კატალონიის მთავრობის ყოფილი მეთაური კარლეს პუჩდემონი და ოთხი ყოფილი მინისტრი...

ბელგიის სასამართლომ კატალონიის მთავრობის ყოფილი მეთაური კარლეს პუჩდემონი და ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა.

Published on

ბელგიის სასამართლომ კატალონიის მთავრობის ყოფილი მეთაური კარლეს პუჩდემონი და ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა. ასეთი გადაწყვეტილება ათსაათიანი სხდომის შედეგად იყო მიღებული. თუმცა, მოსამართლემ მათ მიმართ გარკვეული შეზღუდვები დააწესა. პუჩდემონი და მისი თანამოაზრეები თავისუფლები მხოლოდ მანამდე დარჩებიან, სანამ ესპანეთის მიერ გაცემულ დაკავების ორდერთან დაკავშირებით მიღებული იქნება გადაწყვეტილება. ამასთან, ხუთივეს ბელგიის ტერიტორიის დატოვება აქვს აკრძალული და მომდევნო 15 დღის მანძილზე სასამართლოში უნდა გამოცხადდნენ. შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სასამართლომ კარლეს პუჩდემონისა და კატალონიის ჟენერალიტეტის ოთხი ყოფილი წევრის წინააღმდეგ დაკავების ევროპული ორდენი რამდენიმე დღის წინ გასცა. მათ ბრალი ამბოხისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ედებათ. პუჩდემონი და ოთხი ყოფილი მინისტრი ბელგიის პოლიციას გუშინ თავად ჩაბარდნენ.

სიახლეები

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან მატარებელი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან მატარებელი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა ინფორმაციას გამოცემა ბათუმელები ავრცელებს და წერს,...

გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს

გომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე, რომელსაც 4 ადამიანი ემსხვერპლა და 17 დაშავდა, მიკროავტობუსის...

სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა

სააპელაციო სასამართლომ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი...

გურამ დადიანიძის დედა დაცემენტებული ჭის შესწავლას ითხოვს

საგამოძიებო მოქმედებების მეოთხე დღე სოფელ მლეთაში. დილიდან ტრაქტორები და მძიმე ტექნიკა მუშაობს იმ ადგილას,...