მთავარისიახლეებიეკონომიკადაივიწყეთ ფაროსანას მოყენებული ზარალის კომპენსაცია. არც პენსია გაიზრდება, არც სოციალური დახმარება, ...

დაივიწყეთ ფაროსანას მოყენებული ზარალის კომპენსაცია. არც პენსია გაიზრდება, არც სოციალური დახმარება, გაიზრდება მხოლოდ სახელმწიფოს ვალები

Published on

”ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, ბიუჯეტის პროექტი, რომელიც მთავრობამ წარადგინა, არ განსხვავდება პირველი პროექტისგან. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი არის დაუბალანსებელი და გამეორებულია ძველი შეცდომები. 
 
„წარმოდგენილი ბიუჯეტი არაფერით განსხვავდება იმ ვარიანტისგან, რასაც ვიხილავდით ერთი თვის წინ.
ბიუჯეტი 38 მილიონით გაზრდილია. ამბობდნენ, რომ ფული არ არის, მაგრამ გამოძებნეს და ის დაწვრილმანებით გადანაწილდა სხვადასხვა მიმართულებით.
 
ყველამ იცის, რომ პენსია არ მატულობს. ბოლო ორი წლის განმავლობაშიც არ მოუმატია. თუნდაც, რომ ჩაწერონ 10, ან 20 ლარი, ეს მაინც იქნება იმის გარანტია, რომ 2019 წელს მაინც გაიზრდება პენსია. ამასაც კი არ აკეთებენ და როგორც ჩანს, საერთოდ არ აინტერესებთ პენსიების ზრდა და მომავალ არჩევნებამდე დაივიწყეს ხალხი.
 
ეს არის დაუბალანსებელი ბიუჯეტი და იმეორებს იმ შეცდომებს, რაც იყო ლარის გაუფასურების ერთ–ერთი წყარო. ეს ბიუჯეტი, ვერ შეუწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკურ გაუმჯობესებას“, – განაცხადა რომან გოცირიძემ

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...