მთავარისიახლეებიეკონომიკა„პანტოს ლოგისტიკი“ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში ერთვება

„პანტოს ლოგისტიკი“ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში ერთვება

Published on

სამხრეთკორეული კომპანია „პანტოს ლოგისტიკის“  წარმომადგენლები  სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. ვიზიტის მიზანია მოლაპარაკება და თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება   „ანაკლია სითისთან“, რის შემდეგაც კომპაბია ანაკლიის პროექტის, საქართველოსა და რეგიონის შესაძლებლობების შესწავლას დაიწყებს.
 
 
ხელშეკრულება ,,ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა“ და „ანაკლია სითის“ წარმომადგენლების სატრანსპორტო სექტორთან შეხვედრის ღონისძიებაზე გაფორმდა. 
 
ღონისძიებაზე პროექტის ხელმძღვანელებმა დეტალურად ისაუბრეს პორტისა და ანაკლიის ეკონომიკური ზონის პროგრესსა და შესაძლებლობებზე, რომელიც მთელ მსოფლიოში, სარკინიგზო, საჰაერო, საზღვაო გადაზიდვების მიმართულებით მუშაობს.
 
ორგანიზაცია ,,პანტოს ლოგისტიკი''  მსოფლიო მასშტაბით 2500 კომპანიასთან თანამშრომლობს და განსაკუთრებით აქტიურად ევროპასა და აზიას შორის გადაზიდვებშია ჩართული. წარმომადგენლობა მსოფლიოს 349 გლობალურ ქსელთან ურთიერთობს.
 
შეგახსენებთ, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის 20 დეკემბერს დაიწყება. ეკონომიკის სამინისტრომ უკვე გასცა სესაბამისი  ნებართვა  და "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" საზღვაო ნავსადგურის I ფაზის მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის  საზღვაო და სახმელეთო სამშენებლო სამუშაოებს შეუდგება.
 
 ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორის ლევან ახვლედიანის განცხადებით, ,, ყველა საჭირო დოკუმენტი და ნებართვა  არსებობს იმისთვის, რომ კონსორციუმმა დროულად და ოპერატიულად დაიწყოს პორტის სამშენებლო სამუშაოები. სამ წელიწადში ანაკლიის პორტში პირველი გემი  შემოვა.'' 
 
 

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...