მთავარისიახლეებისაზოგადოებაპლენარული სხდომების გამცდენი დეპუტატების მიმართ სანქციები ნოემბრიდან ამოქმედდება

პლენარული სხდომების გამცდენი დეპუტატების მიმართ სანქციები ნოემბრიდან ამოქმედდება

Published on

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პლენარული სხდომების გაცდენის გამო, დეპუტატების მიმართ სანქციები ნოემბრიდან ამოქმედდება.დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კობახიძე უმრავლესობის წევრის, რევაზ არველაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ის კოლეგები შეურაცხყოფაში დაადანაშაულა, რომლებიც სხდომებს ან აცდენენ, ან სხდომაზე მისვლას აგვიანებენ.სპიკერის თქმით, ეს პრაქტიკა მიუღებელია, რომელიც სამწუხაროდ ჩამოყალიბდა.„ერთ-ერთი მეთოდია სანქციები, რომელიც შეგვიძლია, ნოემბრიდან ავამოქმედოთ. ეს გასაკეთებელია იმისთვის, რომ უკეთესი მაჩვენებელი გვქონდეს როგორც სხდომებზე დასწრების კუთხით, ასევე არადაგვიანების თვალსაზრისით“, – განაცხადა კობახიძე.დღევანდელი პლენარული სხდომა 12:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა დაახლოებით ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო, სადაც რეგისტრაცია 87 დეპუტატმა გაიარა.

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...