მთავარისიახლეებიეკონომიკაანაკლიის პორტის მშენებლობაზე ნებართვა გაიცა

ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ნებართვა გაიცა

Published on

ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის I ფაზის მშენებლობისა და ექსპლუატაციის შესახებ საზღვაო და სახმელეთო სამშენებლო სამუშაოების ნებართვა გასცა. ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების პორტი“ იუწყება.ამასთან, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის საფუძველზე ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა გამოსცა. "აღნიშნული სამინისტროებისგან ნებართვების დროული მიღება საშუალებას გვაძლევს ასევე დროულად და ოპერატიულად დავიწყოთ პორტის სამშენებლო სამუშაოები. ამ ყველაფერს წინ ხანგრძლივი მოსამზადებელი პერიოდი უძღოდა. ჩვენ უამრავი მნიშვნელოვანი დოკუმენტი მოვამზადეთ და თითოეული მათგანი მოცემულ ვადაში ჩავაბარეთ მთავრობას. ამჯერად ყველა საჭირო დოკუმენტი და ნებართვა არსებობს იმისთვის, რომ დავიწყოთ მშენებლობა და სამ წელიწადში ანაკლიის პორტში პირველი გემი მივიღოთ, “ – განაცხადა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის 20 დეკემბერს დაიწყება.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...