მთავარისიახლეებიპოლიტიკა„სამართლიანმა არჩევნებმა“ დარღვევებთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში 194 საჩივარი წარადგინა

„სამართლიანმა არჩევნებმა“ დარღვევებთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში 194 საჩივარი წარადგინა

Published on

„სამართლიანმა არჩევნებმა“ ამ დროისთვის დამუშავებული შუალედური მონაცემებით, 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კენჭისყრის დღის, ხმის დათვლის პროცესისა და არჩევნების შემდგომ პერიოდში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში 194 საჩივარი წარადგინა. აქედან 42 საჩივარი დაკმაყოფილდა, 30 ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, 80 არ დაკმაყოფილდა და 6 საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. საჩივრები, რომლითაც მოთხოვნილია კომისიის წევრებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება ჯერ ისევ განხილვის ეტაპზეა. როგორც „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არის ნათქვამი, საჩივრების უმეტესობაში დაყენებული იყო საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების პასუხისმგებლობის საკითხი მათ მიერ მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების გამო; 33 საჩივრით მოთხოვნილი იყო კენჭისყრის შედეგების გადასინჯვა, საიდანაც არც ერთი დაკმაყოფილდა. ამასთან, აღნიშნული მოთხოვნები დაყენებულ იქნა ძირითადად ისეთ შემთხვევებში, რა დროსაც შემაჯამებელი ოქმში გადასწორებულია მონაცემები, არ დგება ბალანსი, კერძოდ, სუბიექტების მიერ მიღებული ხმებისა და ბათილი ბიულეტენების რაოდენობა აღმატება არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობას. ISFED-ის ინფორმაციით, წარდგენილი საჩივრებიდან 48 ეხება შემაჯამებელი ოქმების არასათანადოდ შევსებას, როდესაც ოქმში არასწორადაა ან საერთოდ არაა მითითებული სათანადო რეკვიზიტი, მაგალითად, ოქმის შედგენის თარიღი და დრო, კომისიის ბეჭდის ნომერი და სხვა; 15 საჩივარი ეხება იმ საარჩევნო უბნებს, სადაც სუბიექტების მიერ მიღებული ხმებისა და ბათილი ბიულეტენების რაოდენობა აღემატება არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობას, ხოლო 8 საჩივარი – შემაჯამებელ ოქმებში მონაცემების გადაკეთებას/გადასწორებას. “ზოგადი ტენდენციის სახით გამოიკვეთა, რომ საოლქო კომისიები მაქსიმალურად ცდილობდნენ ნებისმიერი არგუმენტის გამოყენებით თავი აერიდებინათ არათუ კენჭისყრის შედეგების გადასინჯვისთვის, არამედ საუბნო კომისიის წევრებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებისთვისაც. ამას კარგად ადასტურებს ფაქტი, რომ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ წარდგენილი საჩივრების უმეტესობა არ დაკმაყოფილდა, რაც განსხვავდება წარსულში საჩივრების განხილვის სურათისგან. სრულად მიუღებელია საარჩევნო ადმინისტრაციის მსგავსი მიდგომა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევების მიმართ. ნებისმიერი სახის დარღვევის ახსნა-განმარტებით გამართლება და ახსნა-განმარტების საფუძველზე აღმოფხვრილად მიჩნევა აკნინებს საარჩევნო კანონმდებლობისა და გათვალისწინებული სანქციების არსებობას. მსგავსი პრაქტიკა ხელს უწობს, ასევე მომავალში საუბნო კომისიის წევრების მიერ კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვის უგულვებელყოფას“, – აცხადებენ ISFED-ში. „სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს საარჩევნო ადმინისტრაციას, მეორე ტურის კენჭრისყრის დღეს და მის შემდეგ წარდგენილი საჩივრების განხილვისას გაითვალისწინოს გამოვლენილი პრობლემები, მოახდინოს საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ დარღვევებზე ეფექტური რეაგირება და არ წაახალისოს საარჩევნო დარღვევები საარჩევნო კომისიის წევრთათვის პასუხისმგებლობის არიდებით.

სიახლეები

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7 მლნ ლარი შეადგინა

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7...

გარდაბანში ავარიისას დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა

გარდაბანში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა, ავარიას ჯამში 8 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა....

„ოპოზიციური ალიანსი“ ასხელებს 6 პირობას “სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად“

"ოპოზიციის ალიანსი" იმ 6 ძირითად მოთხოვნას ასახელებს, რომელიც მათი შეფასებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების...

205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა-ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ავრცელებს

205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს  "205 უკრაინელი...