მთავარისიახლეებისაზოგადოებასაჯარო და კერძო ბაღებს მომავალი წლიდან ავტორიზაციის გავლა მოუწევთ

საჯარო და კერძო ბაღებს მომავალი წლიდან ავტორიზაციის გავლა მოუწევთ

Published on

მომავალი წლიდან საქართველოში საჯარო და კერძო ბაღების ავტორიზაციის პროცესი დაიწყება. ამის შესახებ  თბილისის საბავშვო ბაგა–ბაღების მართვის სააგენტოს უფროსმა თემურ თორდინავამ განაცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა განათლების ხარისხის ასამაღლებლად სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მთავრობის მიერ დამტკიცებულ ახალ სტანდარტებზე. აღნიშნული სტანდარტები ერთი მხრივ, ბაღის აღმზრდელ პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებას, მეორე მხრივ, სასკოლო ასაკის ბავშვებს სკოლისთვის აუცილებელი უნარების შეძენას ითვალისწინებს.თემურ თორდინავას თქმით, მთავრობის მიერ დამტკიცებული ახალი სტანდარტების დანერგვა და განვითარება კერძო ბაღებშიც სავალდებულო იქნება. ახალი სტანდარტების ამოქმედება კი ბაღების ავტორიზაციის პირობის შემადგენელი ნაწილია. 
სააგენტოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საბავშვო ბაღების ავტორიზაციის წესი სავარაუდოდ წლის ბოლომდე დამტკიცდება. „საბავშვო ბაღების ავტორიზაციის წესი ჯერ დამტკიცებული არ არის და იგი წლის ბოლომდე დამტკიცდება. მომავალი წლიდან კი საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესი დაიწყება. როდესაც ქვეყანაში ყველა საბავშვო ბაღის ავტორიზაცია მოხდება, ჩვენ რეალური სურათი შეგვექმნება – კერძო თუ საჯარო ბაღები რა პირობებს აკმაყოფილებენ. ამის შემდეგ იქნება დასაგეგმი გასატარებელი ღონისძიებები“, – განაცხადა თორდინავამ. რაც შეეხება ავტორიზაციას უშუალოდ ინფრასტრუქტურის ნაწილში, თორდინავა ვარაუდობს, რომ საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესმა შესაძლოა 2020 წლისთვის გადაიწიოს.თბილისის საბავშვო ბაგა–ბაღების მართვის სააგენტოს დაქვემდებარებაში დღეისთვის 171 საბავშვო ბაღია, სადაც 61 500 აღსაზრდელი დადის.

სიახლეები

ლევან ხაბეიშვილს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტ საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა...

მურთაზ ზოდელავას 9 თვიანი პატიმრობა შეეფარდა

ყოფილ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე 9 თვიანი...

ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ – ვინ უღალატა სააკაშვილს?

ვინ უღალატა მიხეილ სააკაშვილს? - საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სკანდალური განცხადება სასამართლო პროცესზე გააკეთა და...

ხელისუფლება, რომელიც დღეს ჩვენ გვყავს , უნდა დავამხოთ – ბაჩო ახალაია

ხელისუფლება, რომელიც დღეს ჩვენ გვყავს ივანიშვილით, კობახიძით, ყველა უნდა დავამხოთ, ეს არის ერთადერთი გზა...