მთავარისიახლეებისაზოგადოებაფეხბურთის ფედერაციასთან გამართულ აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი გადაიდო

ფეხბურთის ფედერაციასთან გამართულ აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი გადაიდო

Published on

ფეხბურთის ფედერაციასთან გამართულ აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი გადაიდო. სხდომა 30 ნოემბერს ჩაინიშნა. – ინორმაციას ამის სესახებ რუსთავი 2 ავრცელებს. 
სასამართლოს დღეს „ქართული მარშის“ წევრების ადმინისტრაციულ სასჯელზე უნდა ემსჯელა. 
საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე ხმაური იყო. „ქართული მარშის“ წევრები საპატრულო პოლიციის იმ თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ, რომლებიც დაკავების ოპერაციაში მონაწილეობდნენ.
„ქართული მარშის“ წევრების მტკიცებით, სასამართლო სხდომათა დარბაზში პოლიციელები კადრებს ფარულად იღებდნენ.
 
გუშინდელ აქციაზე 9 პირი დააკავეს, თუმცა დღეს სასამართლო პროცესი 8 დაკავებულის საქმეზე იყო ჩანიშნული.
აქციის წევრები საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტნის, გურამ კაშიას მიერ LGBT პირთა მხარდამჭერი სამკლაურით თამაშს აპროტესტებდნენ
ფეხბურთელმა LGBT პირთა მხარდამჭერი სამკლაურით 16 ოქტომბერს იასპარეზა, რის გამოც გულშემატკივრების კრიტიკა დაიმსახურა. მოგვიანებით, ფეხბურთელმა მათ კრიტიკას უპასუხა: ყოველთვის მხარს ვუჭერ ადამიანების თავისუფლებას და წინააღმდეგი ვარ ძალადობის. ძნელი ასახსნელია, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ზოგი ადამიანი ამას ვერ იგებს", – დაწერა კაშიამ Facebook-ზე.
გურამ კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადეს ლევან კობიაშვილმა, სხვა ფეხბურთელებმა და სპორტულმა ჟურნალისტებმა.
გურამ კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც.

სიახლეები

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს,...

კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ...

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაცია” გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ "ეკონომიკური ოპერაციის დაწყება" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი...