მთავარისიახლეებისაზოგადოებალადო სადღობელაშვილი შს მინისტრისა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს

ლადო სადღობელაშვილი შს მინისტრისა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლოში  ფეხბურთის ფედერაციასთან გუშინ გამართული აქციისას დაკავებულების პროცესია ჩანიშნული.
 
სასამართლოსთან მყოფი  ,,ქართული მარშის" ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილი მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ  პოლიცია არამარტო მას, არამედ "ქართული მარშის" სხვა აქტივისტებსაც უმოწყალოდ გაუსწორდა. 
"პოლიცია იყო განსაკუთრებით აგრესიული. შს მინისტრის, მღებრიშვილის დავალებით მოხდა გუშინ ჩვენი დარბევა. გიორგი ჭელიძე არის სასტიკად ნაცემი. მე მაქვს ტვინის მსუბუქი შერყევა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ გუშინ ვიხილეთ ის, რატომაც ვებრძოდით მაშინ "ნაციონალურ მოძრაობას". გუშინ პოლიცია მოიქცა ასე, გაუსწორდა ფეხბურთის გულშემატკივრებს. წამაქციეს და შემდგნენ ფეხებით", – განაცხადა სადღობელაშვილმა.
 
მისივე თქმით, ერთი ფაქტი არ არსებობს იმის, რომ აქციის მონაწილე ქართული მარშის წევრებმა პოლიციის მისამართით ე.წ. პეტარდები ისროლეს. მათი განცხადებით, აქციაზე მაშხალებს არა პოლიციას, არამედ ფეხბურთის ფედერაციის შენობას ესროდნენ.
 
"დაახლოებით 300-მა ადამიანმა ისროლა შუშხუნები ფეხბურთის ფედერაციის მიმართულებით და მხოლოდ 7 კაცი ვართ დაკავებული. ჩვენი დაკავების სხვა მიზეზია. ვინც ცოტა ნეგატიურად ვიყავით განწყობილები ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის მიმართ, იმ ადამიანების მიზანმიმართული დაკავება მოხდა გუშინ. კობიაშვილმა მოიხმო შსს იმის გამო, რომ არ ესიამოვნა ის ფაქტი, რაც ეროვნული ნაკრების ყოველ თამაშზე ხდება. თამაშებზე ანთებენ შუშხუნებს, აფეთქებენ ამ ე.წ. პეტარდებს და ამის გამო ვინმეს აკავებენ? კობიაშვილს არ ესიამოვნა, რომ ჩვენ გავაპროტესტეთ გურამ კაშიას და ფეხბურთის ფედერაციის ლგბტ პროპაგანდა", – აღნიშნა სადღობელაშვილმა.
 
იგი შს მინისტრისა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს. 
 
შეგახსენებთ, გუშინ ქართული მარშის წევრებმა ფეხბურთის ფედერაციის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი  ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტნის  გურამ კაშიას მიერ LGBT პირთა მხარდამჭერი სამკლაურით თამაშს აპროტესტებდნენ და ნაკრებიდან მის გაძევებას .
 ითხოვდნენ
 
 

 

სიახლეები

ხვალიდან შორ მანძილზე მგზავრთა გადაყვანა მიკროავტობუსებით აიკრძალება

2026 წლის 1-ლი იანვრიდან შორ მანძილზე მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა აღარ იქნება შესაძლებელი - ამის...

პროევროპული აქციის მონაწილეები ახალ წელს რუსთაველის გამზირზე შეხვდებიან

უწყვეტი პროტესტის მე-400 დღეს პროევროპული აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან ისევ შეიკრიბებიან. ხალხი ახალ...

გვჯერა საქართველოსი, ისევე როგორც როგორც ქართველ ხალხს სჯერა ევროკავშირის – EU წარმომადგენლობა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ქვეყანას შობა-ახალ წელს ულოცავს და მშვიდობას უსურვებს, ასევე, თანადგომას ჰპირდება: „გილოცავთ...

პუტინმა 2026 წელს უკრაინაში უსაფრთხოების ზონის გაფართოების ბრძანება გასცა

ვლადიმერ პუტინმა 2026 წელს უკრაინაში უსაფრთხოების ზონის გაფართოების ბრძანება გასცა, - ამის შესახებ რუსეთის...