მთავარისიახლეებიპოლიტიკაუშუალოდ მის გადაწყვეტილებას ველოდებით - ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილზე

უშუალოდ მის გადაწყვეტილებას ველოდებით – ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილზე

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების განცხადებამ, რომ მიხეილ სააკაშვილს ქართული პოლიტიკა არ აინტერესებს, მის თავს აქ ვერ ხედავს და ზოგადად, პოლიტიკიდან მიდის (მანამდე იგივე განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა), ენმ-ის მომხრეებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. 

მომხრეების უმრავლესობაში აქტიურად განიხილება თემა, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ განცხადებით, ენმ-საც გაემიჯნა. პარტიის მხარდამჭერთა ნაწილისთვის ეს დამატებითი ფაქტორი გახდა, რათა ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას წინააღმდეგ დაწყებული კამპანია ახალ ფაზაში გადასულიყო. 

არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ისაუბრა თავად ნიკა მელიამ, რომელმაც “ფორმულის” ეთერში განაცხადა, რომ პარტია უშუალოდ მიხეილ სააკაშვილისგან მოსმენილ გადაწყვეტილებას ელოდება:

“ველოდებით უშუალოდ მიხეილ სააკაშვილისგან განცხადებას, მის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ეს პროცესი უკვე დამაზიანებელია ნაციონალური მოძრაობისთვის და მთლიანად ოპოზიციური სპექტრისთვის, იმიტომ რომ სივრცეები სულ უფრო მეტი და მეტი რჩება სპეკულაციისთვის, ნიჰილიზმის და დეპრესიული ბაცილების უხვად მომრავლებისთვის… ჩემთვისაც, თქვენთვისაც მნიშვნელოვანია მისი პოზიცია და დამოკიდებულება. უბრალოდ ის რაც ახლა ხდება, ისედაც წყალი არ აკლია ივანიშვილის წისქვილს და სულ უფრო მეტი წყალი ისხმევა მის წისქვილზე…

ჩვენი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი შევა სააკაშვილთან ზეგ. თუმცა კიდევ ვიმეორებ, მე კონტექსტს აღვიქვამ ბევრი თვალსაზრისით ძალიან ადეკვატურად და არ მინდა ჩემი თუნდაც ძალიან მართალი პოზიციიდან გამომდინარე, იმ პროცესს ხელი შევუშალო, ნებსით თუ უნებლიეთ, რამაც შეიძლება მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანოს საზღვარგარეთ. უფლება არ მაქვს…”, – თქვა ნიკა მელიამ. 

სიახლეები

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...