მთავარისიახლეებიუკრაინაამინა ოკუევა - დანაკლისი უკრაინისთვის და სამწუხაროდ, გამარჯვება პუტინისთვის

ამინა ოკუევა – დანაკლისი უკრაინისთვის და სამწუხაროდ, გამარჯვება პუტინისთვის

Published on

,,ეს   დანაკლისია უკრაინისთვის და სამწუხაროდ, გამარჯვება პუტინისთვის – ასე გამოეხმაურა საქართველოს ექსპრეზიდენტი და უკრაინის ოპოზიციური მოძრაობის ლიდერი მიხეილ საააკაშვილი უკრაინის გმირის ორდენოსნის,  ატოს  მოხალისისა  და საზოგადოებრივი აქტივისტის ამინა ოკუევას მკვლელობას. 
 
,, მე მინდა ვუთხრა პოროშენკოს: დღეს  მთელი დღე, ყველგან მაცილებდა ორი СБУ-ს (უკრაინის უშიშროების სამსახური)  მანქანა.  ისინი დღედაღამ ჩემს სახლთან მორიგეობენ. ისინი რომ დაკავებული იყვნენ არა პუტინის აგენტობით, არამედ პუტინის მტრობით, ამინა, ვორონენკოვი და პოლკოვნიკი შაპოვალი ახლა ცოცხლები იქნებოდნენ.'' -აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
 
 
გუშინ, კიევის ერთერთ გარეუბანში უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს ავტომობილს, რომელშიც აღმოსავლეთ უკრაინაში ცენტრალური ხელისუფლების მხარეს მებრძოლი ცოლ-ქმარი, ამინა ოკუევა და ადამ ოსმაევი იმყოფებოდნენ.
შემთხვევა კიევიდან 35 კილომეტრის მოშორებით მოხდა. როგორც კი ოსმაევისა და ოკუევას ავტომობილი რკინიგზის გადასასვლელზე გაჩერდა, ბუჩქებიდან უცნობმა პირებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს. ერთ-ერთი ტყვია ამინა ოკუევას თავში მოხვდა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. ადამ ოსმაევი კი ფეხში დაიჭრა, მაგრამ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. იგი საავადმყოფოში იმყოფება და  მომხდარში რუსულ კვალზე საუბრობს, რაც სავსებითსაფუძვლიანია, რადგან   ადამ ოსმაევი  ვლადიმერ პუტინზე თავდასხმის მომზადებაშია ეჭვმიტანილი. 
ოსმაევების ოჯახზე თავდასხმა კიევში 1 ივნისსაც მოხდა, მაშინ ადამ ოსმაევი მძიმედ დაიჭრა.
 
კიევში ამინა ოკუევას მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე შეკვეთით განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.„შემიძლია გითხრათ, რომ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 115-ე მუხლის მე-11 პუნქტით (შეკვეთით განხორციელებული განზრახ მკვლელობა). საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფი განაგრძობს მუშაობას, ოპერატიული თანამშრომლები შესაძლო მოწმეებს ესაუბრებიან“ – ამის შესახებ კიევის ოლქში ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ნიკოლაი ჟუკოვიჩმა „112 უკრაინას“ ეთერში განაცხადა.
 
 

 
 
 
 
 

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ირაკლი ჩხვირკიამ საპატიმრო დატოვა

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ირაკლი ჩხვირკიამ საპატიმრო დაწესებულება დატოვა. მასსა და პროკურატურას შორის საპროცესო შეთანხმება...

“აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!” – “დროას” პასუხი რუსეთის პროკურატურას

პარტია დროა ეხმაურება რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ მათ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებას. ისინი ამბობენ, რომ...

რუსეთის პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია დროა არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა

რუსეთის ზედამხედველობის უწყების პრესსამსახურის ცნობით, გენერალურმა პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია დროა "მკვეთრად გამოხატული რუსოფობიური...