ფოთში მეთევზეებმა,რომლებიც შავ ზღვაში ქაფშიის რეწვას ახორციელებენ, მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა გარემოს დაცვის სამინისტროს ის გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლის თანახმადაც სეინერებზე ვიდეოთვალის დამონტაჟება ევალებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმები დაეკისრებათ. მათი თქმით, სეზონი უკვე იწყება და მომზადებას ვერ ასწრებენ.,,სამინისტროს დადგენილება 1 ოქტომბერს მივიღეთ. მომზადებას ვერ ვასწრებთ. ტექნიკურადაც მოუხერხებელია. ყველას ბანკის დავალიანება გვაქვს. ჩვენს უკან ოჯახები დგანან. ზღვაში უნდა გავიდეთ და თევზი დავიჭიროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მშიერი დავიხოცებით. იმედია ჩვენს გულისტკივილს გაითვალისწინებენ“, – განაცხადა მეთევზე ვახტანგ ქავთარაძემ.მეთევზეები გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთან შეხვედრას მოითხოვენ. ადგილობრივ ხელისუფლებაში აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.
ფოთში მეთევზეებმა საპროტესტო აქცია გამართეს
სიახლეები
სიახლეები
გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს
„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს.
კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...
სიახლეები
სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...
მსოფლიო
უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...
მსოფლიო
დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი
"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...