მთავარისიახლეებიუკრაინამიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას ყვითელ ბარათს უჩვენებს

მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას ყვითელ ბარათს უჩვენებს

Published on

კიევში უკრაინის პარლამენტის შენობის წინ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ორგანიზებული მიტინგი მიმდინარეობს. აქციაში რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობს. უკრაინის პარლამენტის შენობას რამდენიმე ასეული პოლიციელი იცავს. ვითარება მშვიდია.
 
უკრაინის მედიის ცნობით, მიხეილ სააკაშვილმა მიტინგის მონაწილეებს წინაშე სიტყვით მიმართა და რიგი ახალი მოთხოვნები წაუყენა უკრაინის პრეზიდენტს. 
ახალ მოთხოვნებს შორის არის იმპიჩმენტის შესახებ კანონის მიღება, ტარიფების ზრდის გაყინვა, პრეზიდენტისა და პარლამენტის ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა. და სხვა.
„7 ნოემბერს ხელისუფლებას უკანასკნელ შესაძლებლობას ვაძლევ, ჩვენი მოთხოვნები მიიღოს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისი თქმით, ხალხი პარლამენტის შენობის წინ მუდმივად ვერ დადგება. „ჩვენ ასჯერ მეტნი უნდა ვიყოთ და პროტესტის სხვა მშვიდობიანი ფორმები მოვნახოთ“, – აღნიშნა სააკაშვილმა.
 
 
 
 
 მიტინგზე მისულ ხალხს დაურიგდა კითხვარები, რომლებშიცეს მოთხოვნებია ცამოთვლილი, ამასტან მასსი არის ცარიელი გრაფები, რომელშიც მსურველებს სეუძლიათ თავიანთი მოთხოვნები დავარიანტებისც ჩაწერონ. 
 „ჩვენ ხშირად გვსაყვედურობენ, რომ მომიტინგეების მოთხოვნები ძალიან რთულია, მათი ჩამონათვალი კი – ძალიან მცირე. ეს კითხვარები სწორედ ამ მოსაზრებით რიგდება. ხელისუფლებამ უკრაინელების ხმა უნდა გაიგოს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 
 

პოროშენკოს იმ იმედების საპირისპიროდ , რომ კარვების ქალაქის სულისკბეთება თანადატან ჩახრება დამხარდამწერთა რიცხვი კლებას დაიწყებს, არ მართლდება. მოსახლეობასთან ერთად მიხეილ სააკაშვილის მოძრაობა ძალას იკრებს და მხარდამჭერებს იძენს როგორ მოსახლეობაში,  ისე პოლიტიკურ წრეებშიც.
მეთიუ ბრაიზას ვიზიტს კარვების ქალაქში, ურაინაში აშშ ელჩის და უკრაინის საკითხში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის    სპეციალურ წარმომადგენლის  კურტ ვოლკერის განცხადებებს იმის შესახებ, რომ პეტრო პოროშენკომ ყურად უნდაიყოს ხალხის ხმა და გადადგას ნაბიჯები ქვეყნის შემდგომი დემოკრატიიზაციისათვის, მათ შორის  ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნისთვის, მოყვა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკოს განცხადებაც. იგი  მიიჩნევს, რომ პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილის და სხვა მომიტინგეთა აზრი უნდა გაითვალისწინოს, – ამის შესახებ მან პოლონურ გამოცემა „Rzeczpospolita“-სთან ინტერვიუში განაცხადა.
იუშჩენკოს თქმით, კორუფციის ასეთი მაღალი დონე უკრაინაში არასდროს ყოფილა.
„8-10 წლის წინ სულ სხვა სიტუაცია იყო. ამიტომ პარლამენტთან მომიტინგეებს აქვთ უფლება კორუფციასთან ბრძოლა და ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნა მოითხოვონ. მე ვფიქრობ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ასეთი აქციების მოთხოვნები უნდა გაითვალისწინოს. არის ასეთი ბრძნული გამონათქვამი: თუ ლიდერობა გსურთ, ყველას მოსამსახურე უნდა იყოთ. უნდა გახსოვდეს, რა დაპირებები გაეცი არჩევნებზე. მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას უჩვენებს ყვითელ ბარათს, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა თანმიმდევრული უნდა იყოს“, – განაცხადა უკრაინის ექს-პრეზიდენტმა.
 
 და კიდევ, სანამ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის პიჯაკებს ითვლის, ხოლო უკრაინის ხელისუფლება მის  საქართველოში შესაძლო ექსტრადიციაზე ლაპარაკობს, დასავლეთში მასზე საუბრობენ როგორც თანამედროვეობის ერთერთ უდიდეს რეფორმატორზე. დღეს დილით ვენაში, აშშ რესპუბლიკურ ინსტიტუტში ჩატარდა ლექცია მსოფლიოს უდიდეს რეფორმატორებზე, სადაც  პრეზიდენტი ამ რეფორმატორთა შორის ერთერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურად არის დასახელებული.  
 
 
 

 

სიახლეები

“საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში” – ნორვეგიის საგარეო მინისტრი

"საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში. როდესაც არჩევნები ხარვეზიანია, დემოკრატიას...

ვაპროტესტებთ არალეგიტიმური მთავრობის ქმედებების შედეგად EQAR-ის რეგისტრაციის შეჩერებას – Erasmus-ის პროგრამების მონაწილეების მარში 22 დეკემბერს გაიმართება

Erasmus-ის პროგრამების მონაწილეები, 22 დეკემბერს, 18:00 საათზე, საპროტესტო მარშს აანონსებენ და არალეგიტიმური მთავრობის ქმედებების...

ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ ინაუგურაციის შემდეგ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს – მედია

Financial Times წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, ინაუგურაციის შემდეგ უკრაინის...

“ეუთო/ოდირის დასკვნის შემდეგ, ჩვენი და ჩვენი საერთაშორისო მეგობრების პოზიციები ბევრად უფრო გამყარდა და გარედან მხარდაჭერა იქნება გაცილებით მკაცრი და ეფექტური” -ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

4 პროდასავლური პოლიტიკური პარტიის გაერთიანებულ საინფორმაციო ცენტრში მორიგი ბრიფინგი ჩატარდა. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ეუთო/ოდირის...