მთავარისიახლეებიუკრაინაპოროშენკოს კომპანია Roshen - ის სათაო ოფისი ბლოკირებულია

პოროშენკოს კომპანია Roshen – ის სათაო ოფისი ბლოკირებულია

Published on

,,თავისუფლების მოძრაობის'' აქტივისტებმა, რომელნიც უკრაინის უმაღლეს რადასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაში მონაწილეობენ, Roshen – ის ფაბრიკის განაფრთხილებელი ბლოკირება დაიწყეს ,  მათ  პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს წაუყენეს მოთხოვნა თავის ბიზნესს კი არა,  სახელმწიფო საქმეებს მიხედოს.  – ნათქვამია  განცხადებაში, რომელიც მოძრაობის ფეისბუქგვედზეა გამოქვეყნებული.
აქტივისტების განცხადებით,   ისინი ისწრაფვიან აიძულონ სახელმწიფოს მეთაური იმოქმედოს მთელი საზოგადოების და არამხოლოდ საკუთარ ინტერესებში და ბრალს დებენ პოროშენკოს იმაში, რომ იგი ცდილობს გამდიდრდეს ,,ქურდებთან და მკვლელებთან ერთად''.  

,,პრეზიდენტი შეუკავშირდა ქურდებსა და მკვლელებს პირადი გამდიდრების მიზნით. მან უნდა გააკეთოს არჩევანი: დაკავდეს სახელმწიფოთი თუ ბიზნესით'' – ნათქვამია აქტივისტების განცხადებაში. 
ბლოკირებაში მოსახლეობასთან ერთად მონაწილეობს ოცამდე სამხედრო,  უკრაინის შეიარაღებული ძალების  ეროვნული გვარდიის მოხალისეთა ბატალიონების ჯარისკაცები და ოფიცრები, რომერ;ნიც გუშინ ჩავიდნენ  კიევის ოლქში,  იაგოტინში  განთავსებული  კომპანია Roshen.-ის ლოჯისტიკური ცენტრის ბლოკირების მიზნით. 
,,მაშინ, როცა ჩვენ სისხლს ვღვრიდით სახელმწიფოს დასაცავად და გვპირდებოდნენ, რომ იანუკოვიჩის გაძევების შემდეგ დაიწყებოდა მის გუნდში გაერთიანებული ქურდებისა და მკვლელების გასამართლება, მივიღეთ სრულიად საპირისპირო სურათი – პოროშენკო სწორედ ამ ხალხთან ერთად მდიდრდება.'' – ნათქვამია მათ განცხადებაში.  
გამაფრთხილებელი ბლოკადის მონაწილეები მოუწოდებენ მოსახლეობას არ იყიდონ მაღაზიებში  პოროშენკოს კომპანიის ნაწარმი და ასევე უარი თქვან მისი სადაზღვევო კომპანიისა და ბანკების მომსახურებით სარგებლობაზე.  ,, არც ერთი გრივნა არ მივცეთ იმ 104 კომპანიას , რომელიც პოროშენკოს მითითებული აქვს თავის ქონებრივ დეკლარაციაში. 
 
სემიონ სემენჩენკო, დეპუტატი  ,,სამოპომოშჩიდან'', რომელიც უმაღლესი რადას კედლებტან იმდინარე აქციის მონაწილეა ,,უკრაინსაკაია პრავდასთან'' საუბარში განმარტავს, რომ  აქტივისტების მიერ პოროშენკოს კომპანიის ბლოკირება გამაფრთხილებელი ხასიათისაა, პროტესტის მომდევნო ეტაპზე მოხდება სატრანსპორტო, აგრარული ბიზნესებისა და სადაზღვევო და მედიაკომპანიების ბლოკირებაც.კითხვაზე, რა სახეს მიიღებს ბლოკირება – კარვებს გაშლიან იქ თუ მიტინგებს გამართავენ,  მან მოკლედ უპასუხა – ,, სხვადასხვაგვარად'' .
 
 
 
ბლოკირების აქციას საკუთარ ფეისბუქგვერდზე ეხმაურება სახალხო დეპუტატი "სამოპომოშჩიდან"  ეგორ სობოლევიც.
 
,, აქტივისტებმა  ადგილობრივი მაცხოვრებლების მხარდაჭერით კომპანია "Roshen"-ის ლოგისტიკურ ცენტრისკენ მიმავალი გზების გადაკეტვის შემდეგ პოროშენკოს სხვა ობიექტების ბლოკადაც დაიწყეს. – წერს იგი სხვთან ვინიცაში დაიწყო ამავე დასახელების ქარხნის ბლოკირება. უიარაღოდ, ყოველგვარი ნგრევის გარეშე, მშვიდად და ორგანიზებულად",-წერს სობოლევი.
გარდა ამისა სახალხო დეპუტატის განცხადებით აქტივისტები მიემართებიან  "Roshen"-ის მაღაზიებთან , რათა "დაარწმუნონ ადამიანები , არ მისცენ არც ერთი გრივნა ბიზნესმენს, რომელიც თავს არიდებს პრეზიდენტის მოვალეობას".
"თუ, პეტრე პოროშენკო არ ხელმძღვანელობს კანონებით, არც გონების კარნახით, იქნებ მოგების არდაკარგვის სურვილმა მაინც დაუბრუნოს მას გრძნობა"-წერს სობოლევი.  
 

სიახლეები

ჩალას ვინ ჩივის, განავალით გადახურეს ეს ქვეყანა – საბა ბრაჭველი

რუსტაველის გამზირზე სისხლისსამართლებრივი ხულიგნობის მუხლით დააკავეს თამარ ლორთქიფანიძე, რომელიც პოლიციის მანქანის სახურავზე ავიდა. ამასთან...

ღარიბაშვილმა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი აღიარა – სუს

გამოძიება მომდევნო დღეების განმავლობაში არსებული და დამატებითი მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელებს ირაკლი ღარიბაშვილის ქმედების დაკვალიფიცირების,...

რუსთაველზე უკვე 20-ზე მეტი ადამიანია დაკავებული – პოლიცია აგრესიულია

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 20-მდე ადამიანი ადმინისტრაციული წესით, ხოლო ქალი, რომელიც პოლიციელის მანქანაზე ავიდა,...

არ ვაღიარებ არალეგიტიმური პარლამენტის კანონებს – ირაკლი წულაიას სიტყვა სასამართლოზე

საქალაქო სასამართლოში ირაკლი წულაიას პროცესი მიმდინარეობს. წამყვანმა, რომელსაც რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვას ედავებიან, ცოტა...