მინდელის სახელობის შახტში ერთი ადამიანი დაიღუპა. უბედური შემთხვევა ტყიბულში გუშინ საღამოს მოხდა. კომპანია ”საქნახშირის" ინფორმაციით ერთ-ერთ ყველაზე საშიშ უბანზე ქვანახშირი ჩამოიშალა და მეშახტე მოიყოლა. კომპანიის ინფორმაციით, დავით ფორჩხიძე მეექვსე უბანზე მიწისქვეშა სამუშაოებს ასრულებდა რა დროსაც ნახშირი ჩამოიშალა."ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში, 270-ე ჰორიზონტზე, მიწისქვეშა სამუშოების წარმოების დროს ( გამკვეთისა და შტრეკის შეუღლების გამაგრებითი სამუშობის შესრულებისას ), რაც ნახშირის მოპოვებით სამუშაოების უძღვის წინ ჩამოიშალა სამთო მასა. გარდაცვლილია მე-6 უბნის გამყვანი დავით ფორჩხიძე. გარდაცვლილი ამ წუთებში გადაყვანილია ქუთაისის პროზექტურაში. კომპანია მწუხარებას გამოთქვამს მოხდართან დაკავშრებით, ჩვენ ვუთანაგრძნობთ ოჯახს, მეგობრებსა და ჩვენი კომპანიის თითოეულ წევრს,"-აცხადებენ კომპანიაში.მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ტყიბულის მაღაროში ქვანახშირი ჩამოიშალა და მეშახტე მოიყოლა.
სიახლეები
სიახლეები
4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....
სიახლეები
რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი
„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...
სიახლეები
რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა
ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა.
თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...
სიახლეები
რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU
კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...