მთავარისიახლეებიპოლიტიკათამაზ მეჭიაური - ეს არის კოალიცია „ქუცნა“

თამაზ მეჭიაური – ეს არის კოალიცია „ქუცნა“

Published on

თამაზ მეჭიაური არჩევნებთან დაკავშირებით მის წინააღმდეგ დავაში ცენტრალური ხელისუფლების ჩართვის კვალს ვერ ხედავს აცხადებს, რომ მას მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლება უპირისპირდება. „არ მგონია, რომ ჩემ წინააღმდეგ ბრძოლაში ცენტრალური ხელისუფლება იყოს ჩართული. შესაძლოა ცენტრალური ხელისუფლებიდან ვიღაც საშუალო დონეზე უჭერდეს მხარს ზაქარია ქუცნაშვილს ან მასთან ბიზნესინტერესები ჰქონდეს, თუმცა, არ მიმაჩნია, რომ ესენი არიან უმაღლესი თანამდებობის პირები. მე მიპირისპირდება ადგილობრივი ხელისუფლება. რეგიონულიც რომ რაღაც დონეზე იყო, ესეც ფაქტია, რადგან სპეცრაზმი ვერ შემოვიდოდა მხოლოდ ზაქარია ქუცნაშვილის ნება-სურვილით, თუ მას სხვებიც არ აჰყვებოდნენ“, – განაცხადა მეჭიაურმა. რაც შეეხება 4 სუბიექტის სარჩელს, რომლებიც ითხოვენ, რომ გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება თიანეთის ოლქში არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, თამაზ მეჭიაურის თქმით, მისთვის გაუგებარია, რის საფუძველზე ითხოვენ სუბიექტები სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას, ვინაიდან სასამართლომ მისი გამარჯვება დაადასტურა. „ეს არის კოალიცია „ქუცნა“, ოთხივე არის ერთი და იგივე. ოთხივეს ვერ შეგპირდებით, მაგრამ ის ორი დაამთავრებს თავის მოღვაწეობას. ის არასამთავრობოები კი გააგრძელებენ, თუმცა, ზაქარია ქუცნაშვილი თვითონვე გამოჩნდება, როგორც იმ არასამთავრობოების უშუალო ხელმძღვანელი. თიანეთში ჩემი გამარჯვება სასმართლომ დაადასტურა და ეს სამართლებრივი დავა მოვიგე. ახლა მე არ ვიცი, რის საფუძველზე ითხოვენ სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას“, – განაცხადა მეჭიაურმა. 
 

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...