მთავარისიახლეები29 ნოემბრამდე საქართველო დეოლიგარქიზაციის კანონს მიიღებს - "ოცნების" სამოქმედო გეგმა

29 ნოემბრამდე საქართველო დეოლიგარქიზაციის კანონს მიიღებს – “ოცნების” სამოქმედო გეგმა

Published on

“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში, პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ევროკავშირის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნაზე, დეოლიგარქიზაციაზე ისაუბრა და სამოქმედო გეგმა წარადგინა.

კობახიძის თქმით, ამ გეგმის მიხედვით, პარლამენტში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც პოლიტიკოსებთან ერთად, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებით დაკომპლექტდება. ჯგუფი შეიმუშავებს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტს, რომელსაც პარლამენტი 29 ნოემბრამდე მიიღებს.

​”საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში იქნებიან ყველა საპარლამენტო პარტიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფი იმუშავებს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე, რომელიც საქართველოს პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება არაუგვიანეს 5 ოქტომბრისა და პარლამენტის მიერ მიიღება არაუგვიანეს 29 ნოემბრისა”,- ამბობს ირაკლი კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის მიერ გაცემული 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა წარადგინა.

სიახლეები

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს,...

კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ...

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაცია” გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ "ეკონომიკური ოპერაციის დაწყება" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი...