მთავარისიახლეებისაზოგადოებაჟინვალის გზაზე არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" წარმომადგენლებს ავტომანქანა დაუწვეს

ჟინვალის გზაზე არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის” წარმომადგენლებს ავტომანქანა დაუწვეს

Published on

ჟინვალის გზაზე არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" წარმომადგენლების ავტომანქანას მოლოტოვის კოკტეილი ესროლეს.
 თიანეთის მერობის კანდიდატის თამაზ მეჭიაურის განცხადებით, მანქანაში მსხდომი  მახარე სისაური და რამაზ ღვალაძე  თიანეთში საარჩევნო პროცესს აკვირდებოდნენ და თავდასხმამდე მის საარჩევნო შტაბში იმყოფებოდნენ. შტაბიდან გასვლის მატ შემდეგ ისინი მახარე სისაურსა და  უცნობმა პირებმა ჟინვალის ტერიტორიაზე მანქანის გაჩერება მოსთხოვეს. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ კი, მანქანას ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს.
დაზარალებული.  მახარე სისაური პირად დაპირისპირებასაც არ გამორიცხავს.
„ბევრნაირი ვერსია აქვს გამოძიებას და ბევრნაირი ვერსია მაქვს მე, ბევრნაირი არსებობს ეჭვიც,“ – განაცხადა სისაურმა.
მეორე დაზარალებული კი, დაშინების მცდელობის ვერსიაზე საუბრობს.
„ვიღაცას ეტყობა მოუნდა ასე, რომ შევეშინებინეთ, თორემ რაღაც რომ დომებოდა, აუცილებლად შეასრულებდა,“ – აცხადებს რამაზ ღვალაძე.
 
 
მანქანის დაწვის ფატზე  გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. 

როგორც შსს-ში განმარტავენ, ამ დროისთვის სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, მათ შორის ხდება დაზარალებულებისა და იმ პირთა გამოკითხვა, ვინც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. ასევე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. 
 
 

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...