მთავარისიახლეებიუკრაინა,,ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელმა პასუხი უნდა აგოს ადამიანების გატაცებისა და უკანონო დეპორტაციისათვის" -...

,,ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელმა პასუხი უნდა აგოს ადამიანების გატაცებისა და უკანონო დეპორტაციისათვის” – მიხეილ სააკაშვილის ბრიფინგი უკრანის გენერალურ პროკურატურასთან

Published on

დღეს  14:00 საათზე,  კიევში უკრაინის  გენერალურ პროკურატურასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დავით მაყაშვილის,  გიორგი რუბაშვილის და მიხეილ აბზიანიძის ქუჩიდან გატაცებასა და საქართველოში დეპორტაციასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა
ამ ადამიანების ბანდიტური გატაცება ეროვნული გვარდიის მიერ და მათი უკანონო გამგზავრება საქართველოში, სახელმწიფო თვითმფრინავის სპეცრეისით სრული უკანონობაა. ეს მოხდა ყველა კნონის უხეში დარღვევით და პოროშენკოს პირადი განკარგულების საფუძველზე, ეროვნული მათ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და გაამგზავრეს საქართველოში, ეროვნული გვარდიის კუთვნილი თვითმფრინავის სპეცრეისით", – განაცხადა მან 
მიხეილ სააკაშვილი მთელ  პასუხისმგებლობას ამისთვის პოროშენკოს რეჟიმთან ერთად  ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელს აკისრებს და აცხადებს, რომ იგი  უნდა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან
ამ მოთხოვნას იზიარებს "ახალი ძალების მოძრაობა''  და მისი ათასობით მხარდამჭერი.
მოძრაობის  საბჭოს წევრი, სემიონ კრივონოსი დღეს მედიაში ავრცელებს განცხადებას რომ მიხეილ სააკაშვილის პარტიას "ახალი ძალების მოძრაობა" მზადა აქვს  დეპუტატებისადმი მიმართვა,  სადაც მოითხოვენ, რომ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე უკრაინის ეროვნული გვარდიის პასუხისმგებელ პირებზე. მიზეზი- 3 ქართველის დაკავება და  უკრაინიდან დეპორტაიცია. 
კრივონოსის სიტყვებით, დაკავებული და დეპროტირებული ქართველებს-დავით მაყაშვილს, გიორგი რუბაშვილს და მიხეილ აბზიანიძეს არანაირი კავშირი არ აქვთ მიხეილ სააკაშვილთან, გარდა  იმისა, რომ წარსულში მასთან მუშაობდნენ.
"ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს ადამიანი 10 წელია, რაც უკრაინაში ცხოვრობს, მისი მეუღლე არის უკრაინის მოქალაქე, ჰყავს შვილი. ასეთ სიტუაციაში, ბავშვს ფაქტიურად მოსტაცეს მამა და დატოვეს დედასთან მარტო"-აცხადებს იგი,  მიხეილ სააკაშვილის ყოფილ მძღოლზე,  მიხეილ აბზიანიძეზე.
გენერალურ პროკურატურასტან მისულმა მიხეილ სააკაშვილმა გენპროკურორს მობილური ტელეფონით მოკლე ტსქტური შეტყობონება გაუგზავნა: ,,  მე აქ ვარ, ქვემოთ! '', თუმცა ლუცენკომ კაბინეტში ჩაკეტვა  და თავისი დაირავებული ჟურნალისტების მობილიზაცია არჩია.
პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა თავს პირად ფეისბუქგვერდზე დაწერა: 
ჩვენი პირადი დაზვერვის მიერ მოპოვებული მონაცემებით იური ლუცენკომ, როგორც ჩანს მისი უწყების მიერ ჩვენი პრესკოფერენციის პირდაპირი ეთერის  თვალყურის დევნების მომენტში, პირდად უკარნახა ადამიანს, რომელიც წარმოდგენილი იყო პრესკონფერენციაზე, როგორც ტელეარხ "პრავოს" კორესპონდენტი, დაესვა ჩემთვის კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ  არასწორად გავცემდი მე ბინადრობის უფლებას ოდესაში.
,,იურა, გეყოფა  "х-ней" -ს კეთება, გუშინწინ ეროვნულმა გვარდიამ (და არა საემიგრაციო სამსახურმა) ჩაიდინა დანაშაული (მინიმუმ ჩვენი საერთო ნაცნობის ბრძანებით), გაეტაცებინათ ადამიანები კიევის ქუჩიდან და თქვენი უწყება ვალდებულია გამოიძიოს ეს საქმე უმოკლეს ვადებში!''- ეს კიდევ ერთი მოთხოვნა, რომელიც შეემატა  იმ სამ ძირითაა მოთხოვნას და  მრავალ სხვა  პრეტენზიას რომელსაც  რეფორმების მოედანზე მდგარი ხალხი უყენებს პოროშენკოს რეჟიმს.
 
 
 
 

 

სიახლეები

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრაქცია ხალხის მსახურის შეხვედრაზე მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა. ადგილობრივი მედიის ცნობით,...

კობახიძე უვიზოს შესაძლო შეჩერებაზე: ყველაზე მთავარი სიკეთე არის მშვიდობა და სტაბილურობა

ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ საქართველოში შენარჩუნებული იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. ყველაზე მთავარი...

დათაშვილი მოვინახულეთ, რეაგირებისთვის პროკურატურას და შსს-ს მივმართეთ – სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, აპარატის წარმომადგენლებმა 27 ივნისს საპატიმროში ნინო დათაშვილი მოინახულეს, რის შემდეგაც...

შსს-მ 3 პირი იარაღის უკანონო ტარების, წინააღმდეგობის გაწევისა და ცრუ ჩვენებისთვის დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის...