მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,კომისიის თავმჯდომარეცა და წევრებიც ადამიანები არიან და გუშინდელი დაძაბული მუშაობის შემდეგ დასვენება...

,,კომისიის თავმჯდომარეცა და წევრებიც ადამიანები არიან და გუშინდელი დაძაბული მუშაობის შემდეგ დასვენება სჭირდებათ”

Published on

 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში წუხანდლიდან  არ გაკეთებულა რაიმე განცხადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, როგორც კომისიის სამუშაო ოფისის ჩაკეტილ კარებთან   ,,ოდიში ნიუსის'' ჟურნალისტს განუმარტეს, ,,კომისიის თავმჯდომარეცა და წევრებიც ადამიანები არიან და გუშინდელი დაძაბული მუშაობის შემდეგ დასვენება ესაჭიროებათ''. 

შესაბამისად, ზუგდიდში ჩატარებულ არჩევნებზე ამ დროისათვის არსებული ინფორმაციის მოძიება  პირველწყაროს – საოლქო საარჩევნო კომისიის  ნაცვლად მხოლოდ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზეა შესაძლებელი.  

ცესკოს მონაცემებით, ხმები ქალაქ ზუგდიდის  მერობის კანდიდატებსა და პარტიებს შორის შემდეგი ურთიერთშეფარდებით გადანაწილდა:
 
 1. ,,ევროპული საქართველოს'' მერობის კანდიდატმა ლელა ქებურიას  ხმა მისცა 4040-მა ამომრჩეველმა, ხოლო თვითონ პოლიტიკურ პარტიას 5688-ამომრჩეველმა
.
 2.,, ნაციონალური მოძრაობის'' კანდიდატმა ლევან კონჯარიამ მიიღო 5764 ხმა ხოლო ნაციონალურ მოძრაობას ნდობა 9805 ადამიანმა გამოუცხადა.
 
3. პარტია ,,ქართულ ოცნებას'' მხარი დაუჭირა 22430-მა ამომრჩეველმა, ხოლო თავად მერობის კანდიდატმა ლაშა გოგიამ 23426 ხმა მიიღო.
 

სიახლეები

აშშ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს

ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთის მოქალაქეებისთვის აშშ-ის კუნძულოვან ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს. გადაწყვეტილება მას შემდეგ...

საია: პარტიების აკრძალვა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში წონად საფუძვლებს მოითხოვს

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აქვეყნებს მიმოხილვას - პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს...

ანა წითლიძე პლენუმს: ილია გზას აირჩევთ თუ ბერბიჭაშვილების, ეს თქვენი გადასაწყვეტია

"ჩვენ გვყავდა ანწუხელიძეც და სერგო ორჯონიკიძეც, ჩვენ გვყავდა ილია და გვყავდა ბერბიჭაშვილებიც. რომელ გზას...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო...