მთავარისიახლეებიევროკომისიამ მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა

ევროკომისიამ მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა

Published on

ევროკომისიამ მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. ამასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგზე ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ისაუბრა.

“ჩვენი შეფასება იგივე მიმართულებით წავიდა, რაც უკრაინის შემთხვევაში იყო. ჩვენ აქაც ვიძლევით რეკომენდაციას, რომ მოლდოვას მიეცეს კანდიდატის სტატუსი. მოლდოვას ექნება განსახორციელებელი მნიშვნელოვანი რეფორმები. ახლო წარსულში მოლდოვამ გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგა რეფორმების მიმართულებით, მკაფიოდ მანდატი ჰქონდა მინიჭებული მოსახლეობისგან და ეს არის პრორეფორმული, ანტიკორუფციული, პროევროპული მომავალი, რომელიც დამოუკიდებლობის დღიდან ახლა უკვე გამოიკვეთა. დიდი გზა აქვს დარჩენილი მოლდოვას, განსაკუთრებით საჯარო ადმინისტრირების სფეროში. მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა საჭირო, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ლიდერების სწორ გზაზე დარჩებიან, ქვეყანას აქვს პერსპექტივა, ეს მოთხოვნები დააკმაყოფილოს”, – თქვა ფონ დერ ლაიენმა.

ცნობისთვის, ევროკომისიამ ასევე გასცა უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია. რაც შეეხება საქართველოს, კომისიის პრეზიდენტმა თქვა, რომ რეკომენდაციაა, მიენიჭოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე.

საბოლოო გადაწყვეტილება ევროპულმა საბჭომ მომდევნო კვირაში უნდა მიიღოს.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...