მთავარისიახლეებიპოლიტიკავერავინ ვერ დამაჯერებს, რომ არჩევნებზე მისულმა ყოველ მეორე თბილისელმა კახი კალაძეს მისცა...

ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ არჩევნებზე მისულმა ყოველ მეორე თბილისელმა კახი კალაძეს მისცა ხმა – ზაალ უდუმაშვილი

Published on

,,ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი, ზაალ უდუმაშვილის ეგზიტპოლების შედეგებს გამოეხმაურა, რომლის თანახდამაც, თბილისის მერის არჩევნებში,,ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე ლიდერობს.
,, ჩვენ მივიღეთ შედეგი, როდესაც ,,ქართული ოცნება“ წავიდა ქართველი ხალხის წინააღმდეგ და თბილისელების წინააღმდეგ.ბუნებრივია, ჩვენ დაველოდებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებს. იმასაც ვითვალისწინებთ, რომ ეგზიტპოლები, რომლებიც გამოქვეყნდა ეს არის 6 საათის მონაცემები და 6 საათიდან 8 საათამდე ჩვენი ინფორმაციით,საკმაოდ იყო ხალხის ნაკადი და შეიძლება სურათი შეიცვალოს.
გარდა ამისა, ეგზიტპოლს თავისი ცდომილებაც გააჩნია, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ვერავინ ვერ დამაჯერებს მე, რომ არჩევნებზე მისულმა ყოველ მეორე თბილისელმა კახი კალაძეს მისცა ხმა.
ამიტომ, მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას , რომლებიც წარმოდგენილნი არიან კომისიებში და უშუალოდ უბნებში იმყოფებიან, დავიცვათ ყველამ ჩვენი ხმები, დავიცვათ ცენი ხმები ბოლომდე, რათა არ მივცეთ ასეთი ტოტალური გაყალბების საშუალება ,,ქართულ ოცნებას“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა ენმ-ს საარჩევნო შტაბში

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...