მთავარისიახლეებიმიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს კლინიკაში გაიმართება

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს კლინიკაში გაიმართება

Published on

გასვლითი სხდომა “ვივა მედში” – ე.წ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე განხილვა დღეს კლინიკაში გაიმართება. მესამე პრეზიდენტი საკუთარ პროცესს სასამართლო დარბაზის ნაცვლად სპეციალურად მომზადებულ პალატაში დაესწრება.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებისთვის გაუგებარია რის საფუძველზე მიიღო მოსამართლემ სხდომის კლინიკაში ჩატარების გადაწყვეტილება, მაშინ როცა მხარეებს ამ შუამდგომლობით არც მიუმართავთ. ადვოკატი ამბობს, რომ სხდომის “ვივა მედში” ჩატარების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

“როგორც შეგვატყობინეს დღეს, მიმდინარე სხდომა გაიმართება გასვლით რეჟიმში, კლინიკის ტერიტორიაზე, მიხელ სააკაშვილის პალატაში. რაც ცოტა გაუგებარი და ჩემი აზრით უკანონო, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებაა, იმიტომ, რომ გასვლითი სხდომა იმართება მხარის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე თუ სასამართლო ამგვარ გადაწყვეტილებას მიიღებს. მე გადავამოწმე სასამართლოში, ამ თემაზე არცერთ მხარეს შუამდგომლობა წარდგენილი არ აქვს”, – თქვა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ.

პროცესი 3 საათზეა ჩანიშნული.

სიახლეები

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...

პოლონეთი უკრაინის საზღვართან Abrams-ის ტანკებს, Patriot-ის სისტემებსა და ახალ სამხედრო ქვედანაყოფებს განალაგებს

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში Abrams-ის ტიპის...

დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში...