მთავარისიახლეებიმიხეილ სააკაშვილს დღეს "ემპათიის" ექსპერტთა ჯგუფი მოინახულებს

მიხეილ სააკაშვილს დღეს “ემპათიის” ექსპერტთა ჯგუფი მოინახულებს

Published on

მესამე პრეზიდენტი “ვივა მედში” რჩება. მიხეილ სააკაშვილს დღეს “ემპათიას” ექსპერტთა ჯგუფი მოინახულებს. ექსპერტიზის დასკვნამდე მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას მედიკოსები კიდევ ერთხელ გაეცნობიან, პროცესში ერთვება უცხოელი ექსპერტიც. ის დოკუმენტს, სავარაუდოდ, დისტანციურად გაეცნობა.

“განხორციელდება ექსპერტიზის მორიგი ვიზიტი მიხეილ სააკაშვილთან და გაგრძელდება შეფასება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის. ამ ეტაპზე ჩვენ ექსპერტთა ჯგუფს დაემატა ნეიროქირურგი და ვგეგმავთ კიდევ ერთი უცხოელი ექსპერტის დამატებას, შესაბამისად იქნება მულტიპროფილური ექსპერტიზა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ვფიქრობთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხერხდეს დასკვნის დაწერა, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობა არ ითმენს. საჭიროა მულტიპროფილური მკურნალობა, რომელიც საქართველოში არ მგონია განხორციელდეს”, – თქვა მარიამ ჯიშკარიანმა.

ცნობისთვის, ოჯახიც და ადვოკატებიც ითხოვენ, რომ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ, რადგან საქართველოში ექიმებს მსგავსი პაციენტის მკურნალობის გამოცდილება არ აქვთ.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...