მთავარისიახლეებისამწუხაროდ, ჩვენ ქვეყანაში ვერ ხერხდება ყველა დაავადების განკურნება- მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი...

სამწუხაროდ, ჩვენ ქვეყანაში ვერ ხერხდება ყველა დაავადების განკურნება- მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა

Published on

მესამე პრეზიდენტი “ვივა მედის” კლინიკაში მეუფე ნიკოლოზმა მოინახულა. ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა მიხეილ სააკაშვილი კლინიკის პალატაში აზიარა. მისი თქმით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, ის თავს სუსტად გრძნობს და უჭირს საკვების მიღება.

მეუფე ნიკოლოზმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში ყველა დაავადების განკურნება შეუძლებელია:

“როგორც თვითონ მას ვესაუბრე და მის მკურნალ ექიმთანაც მქონდა საუბარი, პრობლემა არის ის, რომ ვერ ღებულობს საკვებს, ძალიან ვთხოვე, რომ მოინდომოს, მოინდომოს კიდევ უფრო მეტად და რასაც თვითონ ვერ შეძლებს, მე ღრმად მწამს, რომ ღმერთი დაეხმარება ამ ზიარების მადლით. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უკეთესად იქნება.

სამწუხაროდ, ჩვენ ქვეყანაში ვერ ხერხდება ყველა დაავადების განკურნება, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან განვითარდა მედიცინა. პატრიარქი რომ ლოცულობს მესამე პრეზიდენტისთვის, ნამდვილად ვიცი”, – თქვა მეუფე ნიკოლოზმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას თვეებია ითხოვს მისი ოჯახი და ალტერნატიული კონსილიუმი.

სიახლეები

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...