მთავარისიახლეებიექიმები არ ვართ რადიკალური ხალხი, გვინდა გავარკვიოთ რას გვიპირებენ - სასწრაფოს თანამშრომლების...

ექიმები არ ვართ რადიკალური ხალხი, გვინდა გავარკვიოთ რას გვიპირებენ – სასწრაფოს თანამშრომლების აქციები გრძელდება

Published on

სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები საპროტესტო აქციებს განაგრძობენ. მედიკოსები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით ჯანდაცვის სამინისტროსთან გადაინაცვლებენ.

მათი მთავარი მოთხოვნა სახელფასო ანაზღაურების 100%-ით გაზრდა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა.

“აქციაში მონაწილეობას ძირითადად იღებს ის ხალხი, ვინც არ მუშაობს ან ნამორიგევებია, რომ არ შეეტყოს მუშა პროცესს და ქალაქს პრობლემა არ შეექმნას მედიცინის მხრივ, სასწრაფო დახმარების მხრივ. ვითხოვთ ხელფასის მატებას, ანაზღაურება რომ იყოს ლოგიკური და იმისთვის შესაბამისი, რომ შევძლოთ ოჯახების რჩენა და არ ვიყოთ ხელგაშვერილები. გაგვესაუბრონ, რაღაც დაგვიანონსონ არ არის აქ რადიკალიზმზე, ჩვენ არ ვართ ექიმები რადიკალური ხალხი, უბრალოდ გვინდა საუბარი და გავარკვიოთ რას გვიპირებენ”, – ამბობს აქციის მონაწილე

მედიკოსები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. გავრცელებული ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროში სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებთან შეხვედრა 4 საათზე ჩაინიშნა.

პროტესტს შეუერთდა პროფკავშირებიც.

სიახლეები

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...