მთავარისიახლეებირუსეთმა დაიწყო "აზოვსტალში" დაღუპული მებრძოლების ცხედრების უკრაინისთვის გადაცემა - AP

რუსეთმა დაიწყო “აზოვსტალში” დაღუპული მებრძოლების ცხედრების უკრაინისთვის გადაცემა – AP

Published on

რუსეთი იწყებს “აზოვსტალის” ფოლადის ქარხანაში დაღუპილი მებრძოლთა ცხედრების უკრაინული მხარისთვის გადაცემას – ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, “აზოვსტალის” ფოლადის ქარხანაში დაღუპული ათობით უკრაინელი მებრძოლის ცხედარი, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას უკვე გადასცა.

დაბომბილი ქარხნის ნანგრევებიდან ამოსვენებული ცხედრები უკრაინის დედაქალაქში, კიევში გადაასვენეს, სადაც მიმდინარეობს დნმ-ის ტესტირება მათი იდენტიფიცირებისთვის.

შეგახსენებთ, რომ აზოვის პოლკი იმ უკრაინულ ქვედანაყოფებს შორის იყო, რომლებიც თითქმის სამი თვის განმავლობაში იცავდნენ ფოლადის ქარხანას, სანამ მაისში რუსეთში ევაკუაციას დათანხმდებოდნენ, ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან დაუნდობელი თავდასხმების ფონზე.

ამ დროისთვის, გაურკვეველია, რამდენი ცხედარი შეიძლება იყოს ქარხანაში.

მანამდე აზოვის პოლკის სპიკერმა, ანა გოლოვკომ განაცხადა, რომ რუსების მიერ გადაცემული 160 უკრაინელი ცხედარი აზოვსტალის ნანგრევებიდან იყო. მისი თქმით, ამ ცხედრებიდან სულ მცირე 52 აზოვის პოლკის ჯარისკაცები იყვნენ.

უკრაინელი მებრძოლების მიერ ფოლადის ქარხნის მტკიცე დაცვამ ჩაშალა კრემლის მიზანი, სწრაფად დაეპყრო მარიუპოლი და დიდხანს შეაყოვნა რუსული ძალები სტრატეგიულ საპორტო ქალაქში.

რაც შეეხება გადარჩენილ მებრძოლებს, პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ქარხნის 2500-ზე მეტი მებრძოლი პატიმრობაში იმყოფება და უკრაინა მუშაობს მათ გასათავისუფლებლად.

სიახლეები

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...

პოლონეთი უკრაინის საზღვართან Abrams-ის ტანკებს, Patriot-ის სისტემებსა და ახალ სამხედრო ქვედანაყოფებს განალაგებს

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში Abrams-ის ტიპის...

დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში...