მთავარისიახლეები"ჯანმრთელობა ამის შესაძლებლობას არ აძლევს" | ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს ჩვენებას...

“ჯანმრთელობა ამის შესაძლებლობას არ აძლევს” | ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს ჩვენებას ვერც კლინიკაში მისცემს

Published on

მიხეილ სააკაშვილი სასამართლოსთვის ჩვენების მიცემას, სავარაუდოდ, ვერც კლინიკაში შეძლებს. ამასთან დაკავშირებით განცხადება ცოტა ხნის წინ ადვოკატმა გააკეთა, რომელმაც მესამე პრეზიდენტი “ვივამედში” მოინახულა.

დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, რაც სურვილის მიუხედავად, მას პროცესებში მონაწილეობის შესაძლებლობას არ აძლევს.

საზღვრის კვეთის საქმეზე გასვლითი სხდომის ჩატარება დაცვის მხარეს დღეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა შესთავაზა.

“სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არათუ უმჯობესდება, არამედ უარესდება და მოგეხსენებათ, რომ დანიშნული გვაქვს ექსპერტიზა. შესაბამისად, ექსპერტები აქტიურად არიან ჩართული ამ პროცესში და ვიმედოვნებთ, რომ ეს პროცესი მალე დასრულდება შედეგიანად. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომებზე მონაწილეობის მიღებას, მოგეხსენებათ, რომ მისი საქართველოში დაბრუნების შემდეგ, აქტიურად იღებდა მონაწილეობას მის წინააღმდეგ წარმოებულ პოლიტიკურ საქმეებზე და ყველა სხდომაზე გამოდიოდა სიტყვით. შესაბამისად, მას სურვილი აქვს, რომ მომავალშიც გააგრძელოს მონაწილეობის მიღება, როგორც კი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის შესაძლებლობას მისცემს. მაგრამ სამწუხაროდ, არ ვართ ამ მომენტთან ახლოს ისევ და ისევ ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით. რეალურად, არანაირი აზრი არ აქვს გასვლითი სხდომის ჩატარებას, იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის პრობლემა არ მოიცავს მხოლოდ სასამართლოში მისვლის საკითხს და ამიტომ, ეს შემოთავაზება უბრალოდ უშედეგო იქნება”, – თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ამ წუთებში კლინიკა “ვივამედში” მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად პარლამენტის წევრი, ბუბა კიკაბიძე იმყოფება. ის კომენტარს კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთებს.

დღესვე, მიხეილ სააკაშვილთან შევლენ ცენტრ “ემპათიას” ექსპერტები.

სიახლეები

მართვის მოწმობის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდა მარტივდება

სატრანსპორტო საშუალებების მართვის მოწმობის აღების წესი და პირობები იცვლება. შესაბამისი ბრძანება შინაგან საქმეთა მინისტრმა,...

ლევან ხაბეიშვილს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტ საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა...

მურთაზ ზოდელავას 9 თვიანი პატიმრობა შეეფარდა

ყოფილ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე 9 თვიანი...

ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ – ვინ უღალატა სააკაშვილს?

ვინ უღალატა მიხეილ სააკაშვილს? - საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სკანდალური განცხადება სასამართლო პროცესზე გააკეთა და...