მთავარისიახლეებიაგვისტოში დონბასში საომარი მოქმედებების კულმინაციას ვიხილავთ და უკრაინა სექტემბერში კონტრშეტევაზე გადავა -...

აგვისტოში დონბასში საომარი მოქმედებების კულმინაციას ვიხილავთ და უკრაინა სექტემბერში კონტრშეტევაზე გადავა – გენერალი ბენ ჰოჯესი

Published on

უკრაინაში ლოჯისტიკური მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდება, რუსეთში კი ნელ-ნელა უარესდება. აქედან გამომდინარე, აგვისტოში დონბასში საომარი მოქმედებების კულმინაციას ვიხილავთ – ამის შესახებ TSN.ua-ს გენერალ-ლეიტენანტმა და ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ძალების ყოფილმა მეთაურმა ბენ ჰოჯსმა განუცხადა.

ჰოჯესმა რუსეთის 100 დღიანი სრულმასშტაბიანი ომის შედეგებზე ისაუბრა.

“მათ [რუსებს] აქვთ პრობლემები ტექნიკური უზრუნველყოფის, ცოცხალი ძალის, ტრანსპორტის და აღჭურვილობის მხრივ. უბრალოდ არ ვიცი, რა მდგომარეობაა არტილერიასთან დაკავშირებით. ვიცით, რომ მათ ეწურებათ მაღალი სიზუსტის იარაღი, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული ჩვეულებრივი არტილერიისა და რაკეტების შესახებ”, – თქვა ბენ ჰოჯსმა.

ამერიკელი გენერალი ამბობს, რომ დონბასში ბრძოლა თვეები გაგრძელდება, მაგრამ რუსეთის კულმინაცია აგვისტოში იქნება და უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევაზე გადავა სექტემბერში, ზაფხულის ბოლოს.

ჰოჯესის თქმით, ის ოპტიმისტურადაა განწყობილი – “მე ვხედავ, რომ უკრაინაში ლოჯისტიკური მდგომარეობა ყოველ კვირა უმჯობესდება, ხოლო რუსეთში უარესდება” ამბო.

სიახლეები

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...

პოლონეთი უკრაინის საზღვართან Abrams-ის ტანკებს, Patriot-ის სისტემებსა და ახალ სამხედრო ქვედანაყოფებს განალაგებს

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში Abrams-ის ტიპის...

დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში...