მთავარისიახლეებიპოლიტიკამოსკოვი კიევში მიმდინარე მოვლენებს აკვირდება

მოსკოვი კიევში მიმდინარე მოვლენებს აკვირდება

Published on

კიევში მიმდინარე მოვლენებს პუტინის ადმინისტრაცია გამოეხმაურა.
 
,„ჩვენ ვაკვირდებით  მოვლენათა განვითარებას კიევში, სადაც საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. უნდა აღვნიშნო, რომ სიტუაცია სტაბილურობისგან შორს არის. ეს აშკარა ფაქტია“,  – განუცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა   ჟურნალისტებს.
 
 შეკითხვაზე, მოახდენს თუ არა ეს პროცესები გავლენას მინსკის შეთანხმებების შესრულებაზე, პესკოვი აცხადებს, რომ ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.
 
მოსკოვის რეაქცია კარგად გამოჩდა გუშინ რუსეთის  პირველ  ტელეარხზე. მიხეილ სააკაშვილის შეფასებით,  გადაცემაში თავგამოდებით ესარჩლებოდნენ პოროშენკოს.
 
,,იქ ღიად საუბრობდნენ იმაზე, რომ პოროშენკოს დამხობა არ არის ხელსაყრელი და რომ პოროშენკო მოქნილი კაცია, შესაძლოა ხვალ გონს მოეგოს და მიიღოს მინსკის შეთანხმება'' – წერს მიხეილ სააკაშვილი თავის პირად ფეისბუქქვერდზე. 
 
 

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...