მთავარისიახლეებიშეწყდეს მიხეილ სააკაშვილის არასათანადო მოპყრობა, სირცხვილია - ჰერბსტი

შეწყდეს მიხეილ სააკაშვილის არასათანადო მოპყრობა, სირცხვილია – ჰერბსტი

Published on

“ატლანტიკური საბჭოს” ევრაზიის პროგრამების ხელმღვანელი და აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში, ჯონ ჰერბსტი აცხადებს, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში დემოკრატიული მაჩვენებლების მხრივ უკუსვლებია.

არგუმენტად ჰერბსტს მიხეილ სააკაშვილის მაგალითი მოჰყავს და ამბობს, რომ სამარცხვინოა ის მოპყრობა, რაც ხელისუფლებას მის მიმართ აქვს.

ამის შესახებ ჰერბსტმა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ისაუბრა:

“NATO დემოკრატიების კლუბია და ეჭვგარეშეა, შვედეთსა და ფინეთს მრავალი ათწლეულის დემოკრატია აქვს. რა თქმა უნდა, ქვეყნები, რომელთაც NATO-ში გაწევრიანება სურთ და ალიანსის წევრობისკენ ისწრაფვიან, ნათლად დემოკრატიულები უნდა იყვნენ. საქართველოსა და უკრაინას დემოკრატიული მაჩვენებლების მხრივ, წარსულში პოზიტიური გამოცდილება აქვთ, მაგრამ როცა საქართველოზე ვსაუბრობთ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, გარკვეული უკუსვლა მოხდა. სააკაშვილი წმინდანი არ იყო, მაგრამ სამარცხვინოა როგორც მას ახლა ეპყრობიან. საქართველოს მთავრობამ ეს უნდა გამოასწოროს

[…]

მე მაქვს ორი წინადადება. პირველი დემოკრატიის ნაკლოვანებებს მიემართება, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ვნახეთ. შეწყდეს სააკაშვილის არასათანადო მოპყრობა და დავრწმუნდეთ, რომ ოპოზიციისთვის მიცემული პირობები შესრულდება. და მეორე, დიდი ხანი და კარგად იფიქრეთ იმაზე, თუ რა გზებით შეუძლია შეერთებულ შტატებს, დასავლეთს საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერება, რადგან ეს არის, რისი გაკეთებაც ჩვენ გვსურს”,-განაცხადა მან.

სიახლეები

სამოქალაქო ატივისტი თათია მექვაბიშვილი პარლამენტთან დააკავეს

თათია მექვაბიშვილი პარლამენტთან დააკავეს - სამოქალაქო ატივისტი, რომელსაც სასამართლომ დღეს ტროტუარზე დგომის გამო 2...

ახალი ნარკოტიკები, ზედოზირება, სიკვდილიანობა – სპეციალისტების შემაშფოთებელი პროგნოზი

ქვეყანაში ნარკოვითარებასთან დაკავშირებული შეშფოთება იზრდება. ნარკოლოგები აცხადებენ, რომ საქართველოში იზრდება როგორც ნარკომომხმარებელთა რაოდენობა, ისე...

მოქალაქეებმა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად პეტიცია შექმნეს

მოქალაქეებმა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად პეტიცია შექმნეს: "ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ვაცხადებთ, რომ სრულად ვაცნობიერებთ...

ლევან ხაბეიშვილის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

"ეს საქმე სრული აბსურდია, პოლიტიკოსის საჯარო განცხადების გამო დაკავება, დიქტატურისთვისაც კი ახალი და გასაოცარი...