მთავარისიახლეებისენაკის საკრებულოს ენმ-ს დეპუტატი ტოვებს და ოპოზიცია უმრავლესობას კარგავს

სენაკის საკრებულოს ენმ-ს დეპუტატი ტოვებს და ოპოზიცია უმრავლესობას კარგავს

Published on

სენაკის საკრებულოს ენმ-ს წევრი და სოფელ თეკლათის მაჟორიტარი დეპუტატი, ვახტანგ წურწუმია ტოვებს. მან საკრებულოს შესაბამისი განცხადებით უკვე მიმართა. ამით, საკრებულოში უმრავლესობას კარგავს ოპოზიცია და ძალთა ბალანსი “ოცნებასა” და ოპონენტებს შორის, თანაბრდება.

ენმ-ში ამბობენ, რომ მმართველი გუნდი ყველანაირად ცდილობს ოპოზიციური უმრავლესობის დაშლას და ამისთვის არ ერიდება სხვადასხვა ხერხებს, მათ შორის მოსყიდვასა და შანტაჟს.

წურწუმიას საკრებულოდან წასვლის შემდეგ, მის სამაჟორიტარო ოლქში, თეკლათში, ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. გარდა ამისა, სენაკის საკრებულოს ამ დროისათვის უფლებამოსილება აქვს შეჩერებული სასამართლოს გადაწყვეტილებით იქამდე, ვიდრე სასამართლო გახარიას პარტიის წევრის, ნუკრი შამათავას უფლებამოსილების შესახებ ცნობას არ განიხილავს. სასამართლოში ეს საკითხი “ოცნებამ” გაასაჩივრა.

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...