მთავარისიახლეებიპოლიტიკაკიევი. ზალპები ქვემეხებიდან და აქციაზე გამოტანილი ახალი ტრანსპარანტი: ,,Козла на вынос!"

კიევი. ზალპები ქვემეხებიდან და აქციაზე გამოტანილი ახალი ტრანსპარანტი: ,,Козла на вынос!”

Published on

კიევის ცენტრში  ოპოზიციური ძალების საპროტესტო აქციის მონაწილეები  ქვემეხების გარემოცვაში არიან.
უკრაინული მედია აქვეყნებს   ,,მარინსკის“ პარკში დილიდან განლაგებული  ქვემეხებისა და მსროლელთა ფოტოებს, რომელთაც საყოველთაო აღშფოთება მოყვა.
209-ე სატანკო ბრიგადა , რომელმაც ეს პოზიცია დაიკავა უარყოფს რაიმე კავშირს დღევანდელ აქციასთან, პოლკის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ   დღეს საღამოს კიევში ოფიციალური ვიზიტით ჩადის მალტის პრეზიდენტი მარი -ლუიზ კოლეიროდა ქვემეხები მის პატივსაცემად დაგეგმილი საზეიმო ზალპისთვის არის მობილიზებული. ამავე მიზეზით ხსნის სპეცრაზმების ხელმძღვანელობა ცენტრალური ქუჩებისა და მოედნებთან მისასვლელი გზების  გადაკეტვას
 უკრაინული მედიის ცნობით,  ცოტა ხნის წინ ქვემეხებიდან რამდენიმე ზალპი განხორციელდა, მთავრობიდან არავისა აქვს პასუხი, რატომ ისვრიან ვიზიტამდე თითქმის ათი საათით ადრე, მაგრამ ეს პასუხი აქვთ აქციის მონაწილეებს და მათ მხარდამჭერებს მთელ უკრაინაში – პოროშენკო შიშმა აიტანა და ამ იაფფასიანი ტრიუკით აქციის მონაწილეებზე  ფსიქოლოგიური ზეგავლენის მოხდენას ცდილობს.
,,Козла на вынос!''- ასეთია ლოზუნგი, რომელიც აქციაზე გატანილ ტრანსპარანტებს შეემატა ქვემეხების გამოჩენის შემდეგ. უკრაინელებს აქვთ იუმორის გრძნობა.

 

 

 

 

სიახლეები

თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს

თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს | ამის შესახებ მან ციხიდან გავრცელებულ წერილში დაწერა: "ბატონო...

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება. ევროპარლამენტის დღის წესრიგის თანახმად, დებატები სახელწოდებით - „მმართველი პარტიის,...

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...