მთავარისიახლეებიYouTube-მა კრემლის ნარატივის მქონე 9 000 არხი და 70 000-ზე მეტი ვიდეო...

YouTube-მა კრემლის ნარატივის მქონე 9 000 არხი და 70 000-ზე მეტი ვიდეო წაშალა

Published on

YouTube-მა უკრაინაში ომის შესახებ 9 000 არხი და 70 000-ზე მეტი ვიდეორგოლი წაშალა, რომლებშიც უკრაინაში შეჭრას “განმათავისუფლებელ მისიას” უწოდებდნენ. ინფორმაციას The Guardian-ი YouTube-ის პროდუქციის დირექტორზე ნილ მოჰანზე დაყრდნობით ავრცელებს.

ომის დაწყებიდან YouTube-მა წაშალა სხვადასხვა არხები, მათ შორის კრემლის პროპაგანდისტის ვლადიმერ სოლოვიოვის არხიც. ასევე რუსეთის თავდაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროების არხებზე დროებით იყო შეზღუდული ვიდეოების ატვირთვა, რომელთა აღწერაშიც ომი მოხსენიებულია, როგორც “განმათავისუფლებელი მისია”.

მოჰანი ამბობს, რომ კომპანიას მასშტაბური ძალადობრივი ქმედებების მიმართ შემუშავებული აქვს პოლიტიკა, მაგალითად, როგორიც ეხება ჰოლოკოსტის უარყოფას.

“რა თქმა უნდა ის რაც ხდება უკრაინაში, არის მასშტაბური ძალადობრივი ქმედებები. ამიტომ ვიყენებთ ასეთ პოლიტიკას, რათა გამოვიყენოთ უპრეცედენტო ქმედებები. პირველი და ყველაზე მთავარი მოვალეობაა, გავაკეთოთ ისე, რომ ადამიანები, რომლებიც ეძებენ ინფორმაციას ომის შესახებ, შეძლონ მიიღონ ზუსტი, ხარისხიანი და დადასტურებული ცნობები YouTube-ის მეშვეობით. ავტორიტეტული არხების ნახვები ჩვენს პლატფორმაზე საგრძნობლად არის გაზრდილი, როგორც უკრაინაში, ისე ახლო მდებარე ქვეყნებში, მაგალითად პოლონეთში, ასევე თვითონ რუსეთშიც”, – აცხადებენ მოჰანი.

მისივე თქმით, არხები, რომლებიც წაიშალა მოიცავს კრემლის ნარატივს უკრაინაში შეჭრის თაობაზე.

კომპანიამ ასევე შეზღუდა რუსული სახელისუფლებო მედიების არხების მუშაობაც, მათ შორის Russia Today და Sputnik.

სიახლეები

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - განცხადებას პროკურატურა ავრცელებს და...

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის,...

ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

რუსეთი გარდაუვლად უპასუხებს ავსტრიიდან ოთხი რუსი დიპლომატის გაძევებას, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა...

აფხაზ სტუდენტებს რუსეთის არმიაში გაწვევის საფრთხე ემუქრებათ

აფხაზ სტუდენტებს რუსეთის არმიაში გაწვევის საფრთხე ემუქრებათ  vektorkavkaza წერს, რომ "ორმაგი მოქალაქეობის" შესახებ შეთანხმება,...