მთავარისიახლეებიპოდოლიაკის თქმით, კიევი მოსკოვისთვის არც ერთი ტერიტორიის დათმობას არ დათანხმდება

პოდოლიაკის თქმით, კიევი მოსკოვისთვის არც ერთი ტერიტორიის დათმობას არ დათანხმდება

Published on

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, კიევი მოსკოვისთვის არც ერთი ტერიტორიის დათმობას და რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება.

“ომი არ შეჩერდება [არანაირი დათმობის შედეგად]. ის უბრალოდ ცოტა ხნით შეჩერდება. გარკვეული პერიოდის შემდეგ რუსი სამხედროები გაზრდიან თავიანთ შეიარაღებას, ცოცხალ ძალას, გამოასწორებენ შეცდომებს, განახორციელებენ მცირე მოდერნიზაციას, მოხსნიან ბევრ გენერალს… და დაიწყებენ ახალ იერიშს, კიდევ უფრო სისხლიანს და მასშტაბურს,” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა.

პოდოლიაკმა უარყო მოწოდებები ცეცხლის სასწრაფო შეწყვეტის შესახებ, რომელიც რუსული ძალების დარჩენას ითვალისწინებს მათ მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკრაინის სახმრეთ და აღმოსავლეთ ნაწილში.

“რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უნდა დატოვონ ქვეყანა და ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება სამშვიდობო პროცესის განახლება,” – თქვა პოდოლიაკმა.

რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები ბოლოს ერთმანეთს თურქეთში, მარტის ბოლოს შეხვდნენ. გასულ კვირას, ორივე მხარემ, რუსეთმა და უკრაინამ აღიარეს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესი ომის დასრულებასთან დაკავშირებით ფაქტობრივად შეჩერებულია.

სიახლეები

უილსონი-ქართული ოცნება მხარს უჭერს თეირანის ტერორისტულ რეჟიმს

ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი, 21 მაისს სიტყვით გამოვიდა ჰადსონის ინსტიტუტში საქართველოს შესახებ გამართულ...

საია-ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულია

საია 2026 წლის 21 მაისს ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას საქმეზე გამოცხადებულ განაჩენს ეხმიანება...

მართვის მოწმობის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდა მარტივდება

სატრანსპორტო საშუალებების მართვის მოწმობის აღების წესი და პირობები იცვლება. შესაბამისი ბრძანება შინაგან საქმეთა მინისტრმა,...

ლევან ხაბეიშვილს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტ საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა...