მთავარისიახლეებიქვეყნის ინტერესებშია, რომ მალე დასრულდეს ნიკა გვარამიას პოლიტიკური პატიმრობა - დიმიტრი საძაგლიშვილი

ქვეყნის ინტერესებშია, რომ მალე დასრულდეს ნიკა გვარამიას პოლიტიკური პატიმრობა – დიმიტრი საძაგლიშვილი

Published on

“მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს დღეს რუსთავის მე-12 დაწესებულებაში იურისტები და პოლიტიკოსები მოინახულებენ. ცნობილია, რომ ციხეში შესვლას გეგმავს პარტია “ლელოს” დეპუტატი, ანა ნაცვლიშვილი.

ნიკა გვარამიას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ ქვეყნის ინტერესებშია, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის პოლიტიკური პატიმრობა მალე დასრულდეს.

“როდესაც ჩვენ ველოდებით ევროკავშირისგან პასუხს ჩვენი გაწევრიანების მოთხოვნაზე, ნიკა გვარამიას დაპატიმრება, ყველაზე კრიტიკული და ყველაზე გავლენიანი მედიასაშუალების დირექტორის დაპატიმრება ისეთი აბსურდული ბრალდებით, როგორიც ამ შემთხვევაში იყო, არის უბრალოდ საბოტაჟი დასავლეთთან ინტეგრაციის და ეს იყო მიზანმიმართულად გაკეთებული.

ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია, რომ მალე დასრულდეს ნიკა გვარამიას პოლიტიკური პატიმრობა, აქ არაა საუბარი მხოლოდ პიროვნების ბედზე, აქ არის საუბარი საქართველოს დასავლურ მომავალზე”, – თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ცნობისთვის, 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. “რუსთავი 2-ის” საქმეზე ბრალდებული ზურაბ იაშვილი მოსამართლემ გაამართლა, კახა დამენიას კი 50 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის.

სიახლეები

სტუ მომავალი წლიდან არატექნიკური პროფილის დისციპლინებზე სტუდენტებს ვეღარ მიიღებს – კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალი აკადემიური წლიდან არატექნიკური პროფილის დისციპლინებზე...

ტექნიკური უნივერსიტეტი და სახელმწიფო უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და სახელმწიფო უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება - შესაბამისი განცხადება "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა...

პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა. მეოთხე ბრალით ოპოზიციონერს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანის შეურაცხყოფას ედავებიან. პროკურატურის...

ნიკას ვერ გატეხავთ – ანზორ მელია

ცნობილი ქართველი ექიმი, ანზორ მელია, შვილის, ნიკა მელიასთვის ახალი ბრალის წარდგენას ზექოლად აფასებს. კარდიოლოგი...