მთავარისიახლეები"ნებისმიერი ტიპის კვლევისთვის 5 დღე საკმარისია" - "ვივა მედში" მიხეილ სააკაშვილისთვის ჩატარებული...

“ნებისმიერი ტიპის კვლევისთვის 5 დღე საკმარისია” – “ვივა მედში” მიხეილ სააკაშვილისთვის ჩატარებული კვლევის შედეგები ისევ უცნობია

Published on

მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 6 დღეა სამედიცინო დაწესებულება “ვივა მედში-ში” იმყოფება, თუმცა კლინიკის ადმინისტრაცია მისთვის ჩატარებული გამოკვლევების შედეგებს ამ დრომდე არ ასაჯაროებს. მასთან ისევ არ უშვებენ არც პირად ექიმს და არც ალტერნატიული კონსილიუმის წევრებს.

ექიმები ამბობენ რომ თუ მესამე პრეზიდენტს ხელისუფლება საზღვარგარეთ სამკურნალოდ მალე არ გაიყვანს, შესაძლოა უმძიმესი შედეგი დადგეს.

“6 დღეა იგი იმყოფება ვივა მედის კლინიკაში და უცნობია როგორც დიაგნოზები, ასევე, მკურნალობის კურსი და შემდგომი ტაქტიკა, უცნობია არა მარტო საზოგადოებისათვის, არამედ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია მისი ოჯახისთვის, რა თქმა უნდა, ცენტრ “ემპათიას” და ექსპერტებს არ მიეწოდება არანაირი ინფორმაცია. ეს არის განზრახ, უვიცობით თუ კანონდარღვევით შექმნილი ვითარება იუსტიციის სამინისტროს მხრიდან”, – თქვა “ემპათიას” ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა.

მისივე თქმით, ერთადერთი დამოუკიდებელი გზა მიხეილ სააკაშვილის გადარჩენისთვის, არის მისი საზღვარგარეთ გაყვანა.

ამასთან, ექიმი ლალი ჯავაშვილი ამბობს, რომ ნებისმიერი ტიპის კვლევისთვის 5 დღე საკმარისია. მანვე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს ამ დღეების განმავლობაში საკვების სახით არაფერი მიუღია: “პრაქტიკულად არის მშიერი. ერთი კვირის განმავლობაში მას არაფერი მიუღია საკვების სახით. ალბათ კვებავენ პარენტერალურად, ანუ საკვები სითხეები მას გადაესხმება ვენაში”.

სიახლეები

„ოცნებამ“ I მოსმენით რეპრესიულ ცვლილებებს მხარი დაუჭირა

ოლიგარქის ერთპარტიულმა და თვითგამოცხადებულმა პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს, რომლებიც გამოხატვის...

პოლიტიკური კრიზისის დაძლევის გზები – ზურაბიშვილი EU-ს წევრი ქვეყნების დიპლომატებს და ოპოზიციას ხვდება

ოლიგარქის პარტიის მასობრივი რეპრესიები, ხალხზე ძალადობის სერია, დრაკონული კანონები, ციხეში გამოკეტილი ჟურნალისტები და პოლიტიკოსები...

მოვითხოვთ მზია ამაღლობელის და სხვა 52 პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას – რასა იუკნევიჩიენე

მოვითხოვთ მზია ამაღლობელის და სხვა 52 პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, - ამის შესახებ ლიეტუველი ევროპარლამენტარი,...

არალეგიტიმურ პარლამენტში ახალი ოპოზიციური გაერთიანება შეიქმნა

ივანიშვილმა არალეგიტიმურ პარლამენტში ახალი ოპოზიციური გაერთიანება შექმნა. ამიერიდან " ქართული ოცნების" ოპონენტი არალეგიტრიმურ საკანონმდებლო...