მთავარისიახლეები"მოვითხოვთ ქმედით ნაბიჯებს" - კრიტიკული მედიების მენეჯერები აშშ-ის ელჩს ხვდებიან

“მოვითხოვთ ქმედით ნაბიჯებს” – კრიტიკული მედიების მენეჯერები აშშ-ის ელჩს ხვდებიან

Published on

ამ წუთებში მედია მენეჯერები ამერიკის საელჩოში იკრიბებიან – “მთავარი არხის”, “TV პირველისა” და “ფორმულას” წარმომადგენლები ელჩ კელი დეგნანს ხვდებიან.

შეხვედრის დაწყებამდე “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი გაბუნიამ თქვა, რომ რამდენიმე შეთავაზება ექნებათ, მიღებულ პასუხებს კი მედიასთან მოგვიანებით გააჟღერებენ.

“პირველ რიგში, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ახლა ამ ეტაპზე ნიკას თავისუფლება. ნიკა ჩვენი გენერალური დირექტორია, ჩვენი მეგობარია, მაგრამ ეს არ არის მთავარი მიზეზი სინამდვილეში, მთავარი მიზეზი არის ის, რომ ნიკა ერთ-ერთი მაგალითია ამ უსამართლობის, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდება, ჩვენ გვიწევს მუდმივად ამ რეჟიმში ცხოვრება, ეტაპობრივად ვიღაცას იჭერენ – უშვებენ, იჭერენ – უშვებენ, როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ჯაჭვი, თითქოს, ჩვეულებრივ ამბად რომ იქცა?! ჩვენ გვინდა ამერიკის ელჩს ვთხოვოთ, ვიტყვი, მოვთხოვოთ კიდევაც, რომ ბევრად უფრო ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას იმისთვის, რომ ეს უსამართლობის ჯაჭვი შეწყდეს, ნიკა გვარამია იყოს ბოლო რგოლი ამ ჯაჭვში, ის გათავისუფლდეს აუცილებლად”, – თქვა გიორგი გაბუნიამ.

მისივე განცხადებით, ამერიკა ამ რეგიონში რუსეთთან ომს აგებს და თუ მათ უნდათ, რომ საქართველო და ეს რეგიონი ამერიკის პარტნიორი იყოს, უნდა იმოქმედონ.

სიახლეები

მართვის მოწმობის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდა მარტივდება

სატრანსპორტო საშუალებების მართვის მოწმობის აღების წესი და პირობები იცვლება. შესაბამისი ბრძანება შინაგან საქმეთა მინისტრმა,...

ლევან ხაბეიშვილს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტ საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა...

მურთაზ ზოდელავას 9 თვიანი პატიმრობა შეეფარდა

ყოფილ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე 9 თვიანი...

ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ – ვინ უღალატა სააკაშვილს?

ვინ უღალატა მიხეილ სააკაშვილს? - საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სკანდალური განცხადება სასამართლო პროცესზე გააკეთა და...