მთავარისიახლეებირეგიონებიდღეს მარტვილში პრემიერ მინისტრს ელოდებიან

დღეს მარტვილში პრემიერ მინისტრს ელოდებიან

Published on

როგორც მარტვილიდან გვაცნობეს, დღეს მარტვილში პრემიერ მინისტრს ელოდებიან. იგი ოფიციალურად წარადგენს კოალიცია,, ქართული ოცნების'' მაჟოროტარობის კანდიდატს სოსო დანელიას.

მარტვილის # 65 საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნების ჩატარება განაპირობა მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატის ნაულ ჯანაშიას გარდაცვალებამ.

, შუალედური არჩევნების ჩატარება დაგეგმილია   საგარეჯოშიც,    რადგანაც  2012 წელს ამ რაიონიდან არჩეული მაჟორიტარი დეპუტატი თინა ხიდაშელი  თავდაცვის მინისტრად დაინიშნა და  საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა.

 ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით არჩევნები მარტვილსა და საგარეჯოში პარლამენტის შუალედური არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

შეგახსენებთ, არასაპარლამენტო ოპოზიციაში შემავალმა 11 პოლიტიკურმა პარტიამ შუალედურ არჩევნებს მარტვილსა და საგარეჯოში  ბოიკოტი გამოუცხადა იმ მოსაზრებით, რომ დაპირების მიუხედავად "ქართულმა ოცნებამ" არ გააუქმა მაჟორიტარული სისტემა იმის მიუხედავად, რომ "ქართული ოცნების" ლიდერები, როდესაც პოლიტიკური გაერთიანება "რვიანის" წევრები იყვნენ, შიმშილობდნენ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მოთხოვნით."ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არ შეცვლილა მაჟორიტარული სისტემა, არ შემოღებულა ბიომეტრიული სიები, არ დაკომპლექტებულა პარიტეტული წესით საარჩევნო ადმინისტრაცია. ამასთან  შუალედურ არჩვენებში მონაწილეობას არავითარი აზრი აქვს, რადგან საქართველოში არადემოკრატიული საარჩევნო სისტემა მოქმედებს.

არასაპარლამენტო ოპოზიციის ბოიკოტს შეუერთდა  ერთიანი  ნაციონალური  მოძრაობაც 

 

 

სიახლეები

თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო

ბიზნესმენმა თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო. ინფორმაცია მის სოციალურ ქსელში ვრცელდება. “დღევანდელი უსამართლობის შემდეგ თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა...

პაპუაშვილი ღარიბაშვილის წერილს სპეკულაციურს უწოდებს

შალვა პაპუაშვილი მისივე ყოფილ თანაგუნდელს, "ქართული ოცნების" ორგზის პრემიერ-მინისტრს პოლიტიკურ სპეკულაციაში ადანაშაულებს. "ქართული ოცნების" ლიდერი,...

ზელენსკის განცხადების მერე, თურქულმა ავიაკომპანიამ მოსკოვის მიმართულებით ფრენები გააუქმა

ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ თურქულმა ავიაკომპანიამ მოსკოვის მიმართულებით ფრენები გააუქმა - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს...

სახალხო დამცველი დღეს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება

საქართველოს სახალხო დამცველი ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება. ცნობილია, რომ პატიმარ ღარიბაშვილთან შეხვედრის...