მთავარისიახლეებირუსეთის დუმაში მოითხოვენ, აიკრძალოს „აზოვის" ჯარისკაცების გაცვლა

რუსეთის დუმაში მოითხოვენ, აიკრძალოს „აზოვის” ჯარისკაცების გაცვლა

Published on

რუსეთის დუმა “აზოვის” პოლკის მებრძოლების გაცვლას არ ეთანხმება და ითხოვს, რომ უკრაინელი მებრძოლები რუსული “მართლმსაჯულების წინაშე” წარსდგნენ:

„ნაცისტური კრიმინალების გაცვლა არ უნდა მოხდეს, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ისინი მართლმსაჯულების წინაშე წარსდგნენ” – თქვა დღევანდელ სხდომაზე დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა.

მან დუმის თავდაცვის კომიტეტს დაავალა საპროტოკოლო ბრძანების მომზადება.

ინიციატივას დუმის დეპუტატების აპლოდისმენტები მოჰყვა .

შეგახსენებთ, რომ უკრაინულ და რუსულ მხარეებს შორის მიღწეული ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, აზოვსტალიდან გამოსულ სამხედროებს რუსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანენ, სადაც გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას მიიღებენ. მოგვიანებით კი ტყვეთა გაცვლის პროგრამის ფარგლებში სამშობლოში დააბრუნებენ.

სიახლეები

ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...

ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...

“ქართული ოცნების” კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს – სამოქალაქო საზოგადოება

საქართველოს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც „ქართული ოცნების“ მიერ წარმოებულ საინფორმაციო კამპანიასა...

გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა

2026 წლის 20 აგვისტოს, გაეროს უშიშროების საბჭომ, დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით,...