მთავარისიახლეებიმიხეილ სააკაშვილის პროცესი გადაიდო | მოსამართლე ჩახნაშვილმა ადვოკატების შუამდგომლობაზე გადაწყვეტილება დღესაც არ...

მიხეილ სააკაშვილის პროცესი გადაიდო | მოსამართლე ჩახნაშვილმა ადვოკატების შუამდგომლობაზე გადაწყვეტილება დღესაც არ გამოაცხადა

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლოში, საზღვრის კვეთის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის პროცესი გადაიდო. სხდომის გადადების მიზეზი მიხეილ სააკაშვილის განცხადება იყო, რომელმაც მისი დასწრების გარეშე პროცესის ჩატარებაზე უარი თქვა.

სხდომაზე ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ მოსამართლეს ჰკითხა, დაცვის მხარის შუამდგომლობასთან დაკავშირებით, რომელიც 11 მაისს წარედგინა და რომელზეც გადაწყვეტილების მისაღებად 48 საათი ჰქონდა:

“სანამ პროცესს გადავდებთ, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრიდან მოვდივარ ახლა, რომ იმ შუამდგომლობის პასუხი გვითხრათ, რომელიც წინა სხდომაზე იქნა დაყენებული, რომლის განსახილველადაც სასამართლოს 48 საათი ჰქონდა ექსპერტთა დაშვებაზე მაქვს საუბარი. წერილები დააგზავნეთ? ან პასუხი მოვიდა?”, – მიმართა ადვოკატმა მოსამართლეს.

შოთა თუთბერიძეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა კითხვაზე არ უპასუხა და მხოლოდ მომდევნო სხდომის თარიღი აცნობა:

“კი ბატონო, გაგზავნილია წერილი. 25 მაისს, 2 საათზე გაგრძელდება სხდომა”, – თქვა ნინო ჩახნაშვილმა.

შეგახსენებთ, 11 მაისს ჩატარებულ სხდომაზე დაცვის მხარემ შუამდგომლობა დააყენა და მოითხოვა, მიხეილ სააკაშვილთან ცენტრ “ემპათიას” ექსპერტთა ჯგუფი შევიდეს, რომელიც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას დააკვირდება და მკურნალობის შესაბამის პროტოკოლს შეადგენს. მოსამართლის თანხმობას დარბაზში ელოდებოდა “ემპათიას” ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანიც.

შუამდგომლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად მოსამართლემ 15-წუთიანი შესვენება გამოაცხადა, თუმცა სხდომა თითქმის 1 საათის შემდეგ განახლდა. მოლოდინის მიუხედავად, ნინო ჩახნაშვილმა თქვა, რომ წერილით პენიტენციურისთვის უნდა მიემართა, მათი პოზიცია მოესმინა და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებდა.

მიუხედავად იმისა, რომ ნინო ჩახნაშვილს კანონმდებლობის თანახმად, გადაწყვეტილება 48 საათში უნდა მიეღო, შუამდგომლობის დაყენებიდან უკვე 5 დღე გავიდა და მას გადაწყვეტილება ამ დრომდე არ გამოუცხადებია.

სიახლეები

როგორ აბრუნებს “ქართული ოცნება” გაუქმებულ კორუფციულ სქემას – TI-ის ანგარიში

"ქართული ოცნება" სახელმწიფო უწყებებში „დამატებითი ანაზღაურებების“ სქემის დაბრუნებას გეგმავს. ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა -...

15 წლის ბიჭი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

თბი­ლის­ში, სა­ბურ­თა­ლოს რა­ი­ონ­ში და­კარ­გუ­ლი 15 წლის მო­ზარ­დი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. შე­გახ­სე­ნებთ, რომ არას­რულ­წლო­ვანს ოჯა­ხი და...

Washington Post- “აშშ-ს ყოფილი მოკავშირე საქართველო ირანის ორბიტაზე ექცევა”

ამერიკული გამოცემა Washington Post საქართველოს შესახებ სარედაქციო სტატიას აქვეყნებს, სადაც წერია, რომ „ქართული ოცნების“...

პაპუაშვილი 26 მაისის აქციაზე- რადიკალური ოპოზიციისთვის განაჩენი იყო

ვფიქრობ, 26 მაისის საღამო ფინალური აკორდი იყო იმის დასანახად, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს უკეთეს...