მთავარისიახლეებისაზოგადოებარატომ გამოეთიშა ,,ევროპული საქართველო'' 21 ოქტომბრის არჩევნებს თეთრიწყაროში?

რატომ გამოეთიშა ,,ევროპული საქართველო” 21 ოქტომბრის არჩევნებს თეთრიწყაროში?

Published on

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გაუქმდა საარჩევნო სუბიექტის „ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველოს“ პარტიული სია, ვინაიდან ყველა კანდიდატმა 7-9 ოქტომბერს განცხადება დაწერა საოლქო საარჩევნო კომისიაში და უარი განაცხადა არჩევნებში მონაწილეობაზე. არჩევნებში მონაწილეობაზე ასევე უარი თქვა ამავე პარტიის მერობის კანდიდატმაც და საკუთარი განცხადების საფუძველზე მოიხსნა რეგისტრაციიდან. როგორც ჩვენთვის ცნობილია, კანდიდატებმა განაცხადეს, რომ აპირებდნენ სამუშაოდ ან სასწავლებლად გამგზავრებას საზღვარგარეთ, რის გამოც მათ უარი განცხადეს არჩევნებში მონაწილეობაზე.
 
არასამთავრობო ორგანიზაციები თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანებიან:,,.აღსანიშნავია, რომ  „ევროპული საქართველოს“ კანდიდატების უეცარი და ჯგუფური გადაწყვეტილება საკუთარი კანდიდატურების მოხსნის თაობაზე აჩენს ეჭვებს კანდიდატების გულწრფელობასთან დაკავშირებით.
 
 კანდიდატურების მოხსნას წინ არ უძღოდა რაიმე განმარტება გარდა იმისა, რომ კანდიდატები სწავლის გაგრძელებას ან დასაქმებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ აპირებდნენ.  ამასთან, პარტიის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ინფორმაცია კანდიდატების მიერ რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ ძირითადად მათთვის ცნობილი გახდა არა პირადად კანდიდატებისგან, არამედ – საარჩევნო ადმინისტრაციისგან. 
„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, თეთრიწყაროს გარდა სხვა მუნიციპალიტეტებშიც მოხდა კანდიდატების გადარწმუნება, რიგ შემთხვევებში – დაშინება, რათა მათ რეგისტრაციიდან თავი მოეხსნათ. აღსანიშნავია, რომ გარდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისა, ინფორმაცია სავარაუდო ზეწოლისა იძულების ფაქტებზე ასევე ვრცელდება სხვა პარტიების კანდიდატების მიმართაც, მათ შორის, ასპინძაში და  დმანისში.
მსგავსი ფაქტები, მიუღებელია და დადასტურების შემთხვევაში ჩრდილს მიაყენებს მშვიდ, თანაბარ, სამართლიან და კონკურენტულ საარჩევნო გარემოს. ამავდროულად, ვინაიდან გავრცელებული ინფორმაციები სავარაუდოდ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, აუცილებელია მათზე მყისიერი რეაგირება", – წერია ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
 
განცხადებას ხელს აწერენ საია, სამართლიანი არჩევნები, სიდა და  „მრავალეროვანი საქართველო“.
 

სიახლეები

მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები

ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...

NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...