მთავარისიახლეებიპოლიტიკადარწმუნებული ვარ, გამარჯვება დარჩება თავისუფლებისა და საქართველოს მხარეს – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი

დარწმუნებული ვარ, გამარჯვება დარჩება თავისუფლებისა და საქართველოს მხარეს – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი

Published on

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და თავისუფალი სიტყვის მხარდამჭერებს მიმართავს. მისი  თქმით, მიმდინარე პროცესები ქვეყნის იმიჯს შელახავს. 

„საქართველოს მძიმე დღეები უდგას, ცდილობენ შეგვათრიონ იმ ჭაობში, საიდანაც ამოვძვერით, მაგრამ ვერანაირი მანიაკალური არსებები, ვერანაირი მცდელობა საქართველოს ჭორვილიზაციის ვერ შეძლებს ჩაკლას ჩვენში თავისუფლებისა და თავისუფალი სიტყვის სიყვარული. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველა ამ დაბრკოლებას გადავლახავთ. რუსთავი 2 მუდმივად იქნება თავისუფალი. ვერავინ შეძლებს ჩვენი ქვეყნის გაბანძებას, როგორც ეს მტერს სურს. უნდა გვახსოვდეს, რომ სიცრუის და სიცრუეზე მოსული ძალები, ბოროტებასა და სიძულვილზე დაფუძნებული ძალები – თავისი არსით არიან ძალიან სუსტები და ამიტომ არ ღირს მათი შიში," – ამბობს სააკაშვილი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მისი მმართველობის პერიოდს იხსენებს და ხელისუფლებას ურჩევს მოიქცეს ისევე, როგორც ის მოიქცა 2007-ში და ხალხს მისცეს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა.

"ყველანაირი მცდელობა თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის არის განწირული. თავის დროზე ჩემი პრეზიდენტობის დროს ერთ-ერთი ტელეარხი, რომელიც რუს ოლიგარქს ეკუთვნოდა, დაიხურა დროებით, რამდენიმე დღით. მაშინ მე გადავდექი. თუ ასეთ რაღაცაზე მიდიხარ მაშინ უნდა იცოდე, რომ ამას აქვს ძალიან დიდი შედეგები ხელისუფლებისთვის პირველ რიგში. ამიტომ არავის ვურჩევ რუსთავი 2 –ზე შეხებას, რადგან ეს არის სიმბოლო საქართველოში თავისუფალი სიტყვის, ეს არის სიმბოლო ქართული სახელმწიფოებრიობის. ყველაფერი კარგად იქნება. დარწმუნებული ვარ გამარჯვება დარჩება თავისუფლებისა და საქართველოს მხარეს,“ – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. 

 

სიახლეები

მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები

ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...

NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...